სერხი რობერტო: გოლითა და მოგებით ბედნიერი ვარ

სერხი რობერტო:  გოლითა და მოგებით ბედნიერი ვარ

"ბარსელონამ" ლა ლიგის 26-ე ტურში "რეალ მადრიდი" სერჟი რობერტოსა და ფრანკ კესიეს გოლებით 2-1 დაამარცხა და მეორეადგილოსანთან უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა.

მატჩის შემდეგ პირველი გოლის ავტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ეს უდიდესი გამარჯვებაა. გუნდში ყველა ბედნიერია. გოლის გატანისა და მოგების გამო მოხარული ვარ.

"ბარსაში" დარჩენით ბედნიერი ვარ. ჩავი ნდობას მიცხადებს, რაზეც საუკეთესო პასუხი კარგად თამაშია. 

ვთამაშობ თუ არა, გუნდისთვის საუკეთესოს ვაკეთებ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები.

ბოლო წუთზე, ასეთ ეპიკური სიტუაციაში მოგება ბევრად უფრო სასიამოვნოა.

ახლა ლა ლიგაში ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალიან ცუდად უნდა ვითამაშოთ, რომ ჩემპიონები ვერ გავხდეთ.



  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 20 მარტი 2023 22:52
    0
    Gushin magari iyo,skamidan mshvenieria ra, scoles ar dagijdeba exla skamze da wava ra. Esec da kessiec,ori gansxvavebuli stilis kaci skamze,romelic dagchirdes shemoagde,idealuri variantia. Tores gauzardos unda dro,kai shemtevi naxmcvelic gvinda skamze,tu dziritadi verr gaqacha.
    ფანი [?]
    #10 20 მარტი 2023 17:36
    0
    ამის გოლზე გავგიჟდი ლამისს, ძაან გამიხარდა პირადად ამან რო გაიტანა
    Culé [?]
    #9 20 მარტი 2023 11:37
    2
    ციტატა: Lazy boy
    ეს კაცი ძალიან უაზროდ შეიძულეს ბარსას ფანების უმეტესობამ, არადა რეალურად ეგეთი ცუდიც არაა, თავის დროზე მახსოვს ერთ ძველ კლასიკოში სადაც სუარესს ასისტი გაუკეთა, იმ თამაშში კომენტატორები იძახდნენ, რობერტო კარის მეტი ფაქტობრივად ყველგან თამაშობსო და მალე ალბათ იქაც გამოცდიანო, მარა აი, ტექნიკაზეც და ყველაფერზე ეტყობა, რომ მაინც ლა მასიას აღზრდილია.

    ყველაზე მაგარი გოლი კლასიკოს ისტორიაში ეგ მომენტი იყო😄😄 სუას რომ დაასვა თავზე და იმ ჩათლახმაც ამ 2 მეტრიან მეკარეს თავით გაუტანა საჯარიმოს გარედან😄😄😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 მარტი 2023 10:01
    0
    ეხლა ვუყურებ რობერტოს მაისურზე და ვხვდები, რომ ეს კატალონიელი მომღერალი როსალია არა მარტო Spotify-ზეა საუკეთესო არამედ კლასიკოებსაც ეს იგებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 20 მარტი 2023 09:04
    7
    სერხი არის საჭირო კაცი, გუნდის ერთგული ჯარისკაცი;
    ამიტომ არ მინდოდა, რომ წასულიყო
    გულშემატკივარი [?]
    #6 20 მარტი 2023 03:03
    11
    სერხი ძალიან მაგარი კულეა ჯერ მხოლოდ იმიტო რომ ლა მასიას აღზრდილია შემდეგ კი ამდენი წელი ბარსელონას ერთგული დარჩა ხელფასზეც არ დაუწუწუნია და არც სათადარიგობაზე ყველაგან პროფესიონალია და მაქსიმუმს დებს მოედანზე ეს ბევრს ნიშნავს :) საოცარი მომენტებიც ბევრი დაუგროვდა მაგრამ საუკეთესო მაინც პსჟ სთან ბოლო წუთის გოლია👏👏🙌
    Culé [?]
    #5 20 მარტი 2023 02:41
    9
    მიყვარს ეს კაცი
    Culé [?]
    #4 20 მარტი 2023 02:33
    11
    თუნდაც მარტო იმიტო გაფასებ რო ამდენი ხანია ბარსას ერთგული ხარ და სათადარიგოზე ჯდომას არ აპროტესტებ, ამას ემატება ისეთი სამახსოვრო მომენტები როგორსაც ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ინატრებდა თავის კარიერაში. არაა დაცვის კაცი, ნახევარდაცვა შეუძლია, იქაც არაა იდეალური მარა როცა საჭიროა ერთად აღებულ ტოპ ნახევარმცველებს მოუჯოკრავს დრიბლინგშიც პასშიც და რატყმაშიც❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #3 20 მარტი 2023 02:32
    18
    ეს კაცი ძალიან უაზროდ შეიძულეს ბარსას ფანების უმეტესობამ, არადა რეალურად ეგეთი ცუდიც არაა, თავის დროზე მახსოვს ერთ ძველ კლასიკოში სადაც სუარესს ასისტი გაუკეთა, იმ თამაშში კომენტატორები იძახდნენ, რობერტო კარის მეტი ფაქტობრივად ყველგან თამაშობსო და მალე ალბათ იქაც გამოცდიანო, მარა აი, ტექნიკაზეც და ყველაფერზე ეტყობა, რომ მაინც ლა მასიას აღზრდილია.
    Culé [?]
    #2 20 მარტი 2023 02:30
    16
    რობერტო სულ ძირითადში ათამაშეთ მაგრამ ისეთი სათვალე გაუკეთეთ რომ მეტოქეს თეთრ ფორმებში ხედავდეს და შეიძლება ბომბარდირი გაიჩითოს უცებ smile kissing_heart
    გულშემატკივარი [?]
    #1 20 მარტი 2023 02:26
    16
    კარგად ითამაშა სერხიმ, შექება ნამდვილად ეკუთვნის.