ტიაგო ”ვილიარეალს” სურს

ტიაგო ”ვილიარეალს” სურს

”ვილიარეალი” ინტერესს იჩენს ტიაგო ალკანტარას მიმართ, გამოგვცმეს sport.es.

ტიაგო ალკანტარა ”ბარსას” შემადგენლობში ხშირად ხვდება, თუმცა ძირითადში ფეხის მოკიდება მას უჭირს. ამას გარდა ზაფხულში ”ბარსამ” შეიძლება სესკ ფაბრეგასი შეიძინოს, რაც ნახევარდაცვაში კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის. არის იმის შანსიც, რომ ”ბარსამ” ტიაგო მიჰყიდოს ან არენდით მისცეს ”ვილიარეალს” და ამ გზით ნაკლებ ფასად გადაიბიროს იტალიელი თავდამსხმელი, ჯუზეპე როსი.

20 წლის ალკანატარა ”ბარსაში” 2009 წლიდან ასპარეზობს და პრიმერაში გამართულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას მუდმივად იძახებენ ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებში. ის პრიმერას 3 გზის მფლობელია, მოგებული აქვს ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.