ბარსელონა 2-1 რეალ მადრიდი | მიმოხილვა

ბარსელონა 2-1 რეალ მადრიდი | მიმოხილვა

"ბარსელონამ" "კამპ ნოუზე", ლა ლიგის 26-ე ტურში ქამბექი შემოგვთავაზა და "რეალ მადრიდს" 2-1 მოუგო.

მატჩი "ბარსას" უპირატესობით დაიწყო, თუმცა არ გაუმართლა და მე-9 წუთზე მადრიდელები რონალდ არაუხოს ავტოგოლით დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს სერჟი რობერტომ წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე უფრო სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.

მეორე ნახევარში გუნდებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, განსაკუთრებით ლევანდოვსკისა და რაფინიას, მაგრამ ვერ გაიტანეს. "ბლანკოსის" მხრიდან ქარიმ ბენზემამ კარგი შანსი გაანიავა, მარკო ასენსიომ კი შეაგდო, მაგრამ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

საბოლოოდ, მატჩს ბრწყინვალე დასასრული ჰქონდა - 92 წუთზე ფრანკ კესიემ ლა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და "ბარსელონა" "რეალ მადრიდთან" დრამატულ ბრძოლაში მოაგებინა. გოლი ბრწყინვალე კომბინაციას მოჰყვა - ლევანდოვსკიმ ალექს ბალდეს ბურთი ქუსლით გააყოლა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში გამჭოლი პასი გააკეთა, კოტ-დ'ივუარელმა კი ტიბო კურტუას კარი ერთი შეხებით აიღო.

შედეგად, "ელ კლასიკოს" მოგების შემდეგ კატალონიურმა კლუბმა 68 ქულა დააგროვა და "რეალ მადრიდს" უკვე 12 ქულით უსწრებს, რაც ჩემპიონობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. 

აღსანიშნავია, რომ დღეს "ბარსელონამ" ისტორიაში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ მე-100 მატჩი მოიგო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 20 მარტი 2023 17:34
    0
    რობერტო ძაან საჭირო კაცია, დასატოვებელია აუცილებლად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 მარტი 2023 12:00
    1
    ციტატა: CuleTillIDie
    მე-100 მოგება ყოფილა ჩვენი ელ კლასიკოებში, საიუბილეო 😍😍😍 აპრილში კიდევ გავუთანაბრდებით პუტებსსს

    მე-100 ოფიციალურ თამაშებში. ისე ყველა თამაშის ჩათვლით მე მგონი 3 მოგებით ვასწრებთ, ხო უკვე 4-ით.
    ფანი [?]
    #3 20 მარტი 2023 02:45
    7
    პირველი გოლი გასახდელში გავატანეთ
    და მეორე სახლში 🥰
    გულშემატკივარი [?]
    #2 20 მარტი 2023 02:32
    3
    ფრეს ველოდი და მოვიგეთ!.. მეტი რაღა უნდა ვინატროთ... თუ არაფერი მივქარეთ— ჩემპიონები ვართ!
    Culé [?]
    #1 20 მარტი 2023 02:20
    8
    მე-100 მოგება ყოფილა ჩვენი ელ კლასიკოებში, საიუბილეო 😍😍😍 აპრილში კიდევ გავუთანაბრდებით პუტებსსს
    --------------------
    #infinit8iniesta