ბარსელონასა და როსალიას კოლაბორაციამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა

Spotify-სთან შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, დღეს "ბარსელონას" მაისურზე, კატალონიელი მომღერლის, როსალიას ალბომის ლოგო იქნება დატანილი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ კოლაბორაციამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა და დღევანდელი "ელ კლასიკო" კიდევ უფრო საჯარო გახადა. წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა €1999-ად შეფასებული 22 მაისური 24 საათის ფარგლებში გაყიდვა, დარჩენილია მხოლოდ €399-იანი რამდენიმე ფორმა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინიც მალე გაიყიდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ "ბარსასა" და როსალიას ერთობლივმა პოსტმა Instagram-ზე 5 მილიონს მოწონებას გადააჭარბა, ბევრმა ადამიანმა კი გააზიარა კიდეც.
როსალია 2022 წელს Spotify-ზე ყველაზე პოპულარული ესპანელი მომღერალი იყო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]