ფრეიშა: ”პრეზიდენტი ისაუბრებს ”რეალის” შესახებ”

კატალონიური ”ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადრიდის ”რეალის” შესახებ განცხადებას გააკეთებს, გადმოგვცემს ყოველდღიური მადრიდული გამოცემა marca.
შეგახსენებთ, რომ როსელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ განაცხადა, რომ მადრიდის ”რეალის” შესახებ გააკეთებს განცხადებას, რის შემდეგაც მადრიდელები იძულებულები გახდებიან პატივი სცენ კატალონიურ კლუბს.
”როსელმა განაცხადა ის, რაც განაცხადა. ჩვენ ყველა ველოდებით საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულებას და პრეზიდენტის სიტყვებს” - განაცხადა ტონი ფრეიშამ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]