რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს

რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს

  • თამაშის დრო: კვირა, 19 მარტი, 23:55

"ბარსელონას" ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხო "რეალ მადრიდთან" მატჩის წინ Mundo Deportivo-სთან საინტერესო საკითხებზე საუბრობს.

მოხარული ვარ, რომ "კამპ ნოუზე" პირველ "ელ კლასიკოს" ვითამაშებ. ხვალინდელი თამაში განსაკუთრებული იქნება და ვიმედოვნებთ, ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.

"ელ კლასიკოს" მოგება ლა ლიგის ჩემპიონობას არ ნიშნავს. ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა გამარჯვება ჩვენი მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მოგების შემთხვევაში, "რეალ მადრიდს", ჩვენ უშუალო მეტოქეს, 12 ქულით გავუსწრებთ, რაც მიზანთან მიგვაახლოებს, თუმცა ამას თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, რადგან ტურნირი გრძელია და ჯერ კიდევ ბევრი მატჩია ჩასატარებელი.
"ელ კლასიკოსთვის" განსაკუთრებულად არ ვემზადები, მას ისევე ვუდგები, როგორც სხვა მატჩებს, თუმცა დაპირისპირების მნიშვნელობას ვაცნობიერებ. 
ვიმედოვნებ, ხვალ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვითამაშებ, თუმცა ჯერ არ ვიცით, მწვრთნელი რას გადაწყვეტს. შევეცდები, გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.
კარიმ ბენზემა ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა, რომელსაც შევხვედრივარ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #4 18 მარტი 2023 20:26
    7
    რა თავმდაბალია🤩🤩 ძაან მაგარი ხარ რონალდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 მარტი 2023 20:25
    7
    მომწონს ამ ბიჭის დამოკიდებულება და ბრძოლის უნარიანობა ყოველი მატჩის წინ barca-1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მარტი 2023 14:40
    7
    რონალდ არაუხო: ხვალინდელი ელ კლასიკოს მოგება ჩემპიონობას არ ნიშნავს.
    როგორ ეტყობა რო ჯერ ჩემპიონი არ გამხდარა ბარსას რიგებში. ხვალ თუ მოიგებთ მე გაძლევ 100% გარანტიას რო ჩემპიონი ხარ. 12 ქულა კი არა 8 ქულა არ ამოუქაჩავს არცერთ გუნდს ლა ლიგის ისტორიაში.
    Culé [?]
    #1 18 მარტი 2023 14:26
    6
    დანიელ პარდოს გავს არაუხო ძალიან ამ ფოტოზე რაღაცატომ😆 ( ვინც არ იცით მსახიობია, ფორსაჟი 9ში დომის ძმის როლზე იყო ). თსლ კაცი ხარ რონალდ, არც მოედანზე და არც მის მიღმა გეშლება მოქცევა, ერთი ქედმაღლური კომენტარი არ მახსენდება ამისგან, ყოველთვის თავმდაბალია, ზედმეტს არც ლაპარაკობს, არადა მოედანზე რომ უყურებ ასეთ ცხოველს თან როცა იცი რო სამხრეთამერიკელია ვერ წარმოიდგენ ეგრე პროფესიონალურად თუ შეუძლია მოედნის მიღმაც მოქცევა🤌❤️ არაუხო-შტეგენი კაპიტნებად და ჩათვალეთ როცა საჭირო იქნება ნებისმიერს მოაჭამენ თავს💪
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"