სერხიო ბუსკეტსს 5 უცხოური კლუბი იწვევს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
კაპიტნის გადაწყვეტილება არა ფულზე, არამედ თავის სამომავლო გეგმებზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ არ იყოს, ის უკვე საუდის არაბეთში იქნებოდა. ამასთან, სერხიოზე გავლენა, შესაძლოა, ლეო მესის პოტენციურმა დაბრუნებამაც მოახდინოს.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" ბუსკეტსს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს.
წყაროს თანახმად, ვეტერან ფეხბურთელს შემოთავაზებები შემდეგი უცხოური კლუბებისგანაც აქვს: "ინტერ მაიამი" (აშშ), "ტორონტო" (კანადა), "ალ ნასრი" (საუდის არაბეთი), "ალ შაბაბი" (საუდის არაბეთი) და "ალ ჰილალი" (საუდის არაბეთი).
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]