დანი ალვესმა ჟოანა სანსის გადაწყვეტილების გამო შიმშილობა დაიწყო

"ბარსელონას" ლეგენდა, დანი ალვესი 23 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ზის, რის გამოც ჟოანა სანსმა ორშაბათს მასთან განქორწინების შესახებ გამოაცხადა.
Cuatro TV-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გაგების შემდეგ ბრაზილიელმა ციხეში შიმშილობა დაიწყო. ფეხბურთელთან დაახლოებული პირები იტყობინებიან, რომ ის აბსოლუტურად განადგურებულია, ძალიან ნერვიულობს და არავისთან საუბარი სურს.
ესპანური წყაროების ცნობით, დანი ალვესს 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრაზილიელი აღიარებს, რომ მასა და ახალგაზრდა გოგონას შორის სექსუალური კავშირი დამყარდა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს თანხმობით მოხდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]