როსალია: ჩემი ფავორიტი ფეხბურთელები მესი, ეტო'ო და ზიდანი არიან

19 მარტს, ლა ლიგაში გასამართ "ელ კლასიკოში", "ბარსელონას" ფორმაზე, Spotify-ს სახელის ნაცვლად, კატალონიელი მომღერლის, როსალიას ალბომის ლოგო იქნება დატანილი.
Spotify-ზე როსალია ვილა ტობელიამ ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა:
ჩემი ასაკიდან და ნოსტალგიიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ ჩემი საყვარელი მოთამაშეები ლეო მესი, სამუელ ეტო'ო და ზინედინ ზიდანი არიან.
ამჟამად, პედრი და მბაპე მომწონს.
ვამაყობ, რომ ამ მაისურს ისეთი გუნდი ატარებს, როგორიც "ბარსელონაა" და თანაც, "ელ კლასიკოსნაირ" მნიშვნელოვან მატჩში.
ფეხბურთსა და მუსიკას შორის მსგავსება ის ემოციაა, რომელიც გეუფლება... მაგალითად, კონცერტსა და მატჩში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]