ტერ შტეგენი 🆚️ ტიბო კურტუა | მორიგი დეული საუკეთესოებს შორის

ტერ შტეგენი 🆚️ ტიბო კურტუა | მორიგი დეული საუკეთესოებს შორის

"ელ კლასიკო" ახლოვდება. ამ დაპირისპირებაში არაერთ დუელს ვიხილავთ, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ტიბო კურტუას ჯახი იქნება.

ტერ შტეგენის მშრალი სერია

"ბარსას" გერმანელი მეკარე ლა ლიგაში ფენომენალურ სეზონს ატარებს. მან მხოლოდ 8 გოლი გაუშვა, რაც კურტუას მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია - ბელგიელმა პრიმერა დივიზიონში საკუთარ კარში 16 გოლი მიიღო. გარდა ამისა, ტერ შტეგენის ანგარიშზე 19 მშრალი მატჩია, "რეალ მადრიდის" კარის დარაჯმა კი გოლი მხოლოდ 6 მატჩში არ გაუშვა. უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმის გამო ტიბომ 6 შეხვედრით ნაკლები ჩაატარა. 

საშუალოდ გაშვებული გოლები

ჩატარებულ მატჩებს შორის სხვაობის გამო, უფრო სამართლიანი იქნება, მეკარეები საშუალოდ გაშვებული გოლების მიხედვით შევადაროთ. ტერ შტეგენი მატჩში საშუალოდ 0.32 გოლს უშვებს, ტიბო კურტუას კარი ბადეს კი საშუალოდ 0.84-ჯერ არხევენ. შესაბამისად, გამოდის, რომ გერმანელი გოლს ყოველ 281.25 წუთში უშვებს, ბელგიელი კი - 106.88 წუთში. სხვაობა საგრძნობია.

სეივების მხრივ სიტუაცია შედარებით განსხვავებულია. ტერ შტეგენმა ესპანეთის ჩემპიონატში ბურთი 51-ჯერ მოიგერია, რაც კურტუას შედეგს მხოლოდ ორით აღემატება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ უკანასკნელმა 6 მატჩით ნაკლები ჩაატარა. გარდა ამისა, "რეალ მადრიდის" მეკარეს ბევრად მეტი საქმე აქვს - "ბარსას" კარისკენ 212-ჯერ დაურტყეს, მადრიდულ გუნდს კი - 204-ჯერ, მაგრამ კატალონიელთა წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების უმრავლესობა კარს ასცდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტერ შტეგენი გოლს ყოველი 26.5 დარტყმის შემდეგ უშვებს, კურტუას კარის ასაღებად კი მხოლოდ 12.75 დარტყმაა საჭირო.

პასების ოსტატი

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ფეხით კარგად მოთამაშე მეკარეები ყოველთვის მოსწონდა. ტერ შტეგენი ამ ასპექტში ნამდვილად გენიალურია - გერმანელმა მიმდინარე სეზონში 847 პასი გააკეთა, რაც კურტუას მაჩვენებელზე თითქმის 300-ით მეტია. ბელგიელი, ძირითადად, ბურთის წინ დარტყმასა და მის მოშორებას ამჯობინებს.

[fcbarcelona.com]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 მარტი 2023 16:21
    4
    სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტერ შტეგენი გოლს ყოველი 26.5 დარტყმის შემდეგ უშვებს, კურტუას კარის ასაღებად კი მხოლოდ 12.75 დარტყმაა საჭირო
    მოკლედ 1-0 მაინც რო მოვიგოთ, გამოდის რო 13 ჯერ მაინც უნდა დავარტყათ კარში და ვეცადოთ მადრიდელებს 25-ზე მეტჯერ არ დავარტყმევინოთ? არ არის ძნელი წინა კლასიკოზე რეალს მე მგონი საერთოდ არ დაურტყავს ჩვენს კარში. მთავარია არაუხო იყოს კარგად.