ვიტორ როკე სხვა კლუბების შეთავაზებებს დაბლოკავს

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სამიზნე, ვიტორ როკე სხვა კლუბების შეთავაზებებს დაბლოკავს, რადგან დარწმუნებულია, რომ კატალონიურ კლუბში გადმოვა.
მხარეები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ და სჯერათ, რომ საბოლოოდ, ტრანსფერი შედგება. "ბარსა" FFP-ს წესებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, როკეს გარემოცვა კი ფიქრობს, რომ "ატლეტიკო პარანაენსე" სატრანსფერო თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებაზე თანახმა იქნება.
წყაროს ცნობით, ვიტორის გარემოცვა ამაში დარწმუნებული იმიტომაა, რომ სხვა შემთხვევაში ბრაზილიური კლუბი "ბარსელონას" უკვე შეატყობინებდა, რომ თანხის დაუყოვნებლივ მიღება სურს და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებს დაიწყებდა, რადგან 18 წლის ტალანტს მსურველები ნამდვილად არ აკლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]