ფრენკი დე იონგი: კამპ ნოუ ყველაზე დიდებული სტადიონია

- თამაშის დრო: კვირა, 19 მარტი, 23:55
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "ელ კლასიკო" წინ TV3-თან საინტერესო თემებზე საუბრობს.
რთულია, გადმოვცე, როგორი გრძნობაა "კამპ ნოუზე" 95 000 გულშემატკივრის წინაშე "ელ კლასიკოს" თამაში. ბავშობიდან "ბარსელონას" მაისურით "რეალ მადრიდთან" თამაშზე ვოცნებობდი. ეს გუნდის ფეხბურთელებისა და ფანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც ხშირად ლა ლიგის გამარჯვებულის ვინაობას განსაზღვრავს.
მაქვს თუ არა საუკეთესო სეზონი "ბარსელონაში"? არ ვიცი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ევროტურნირებზე ცუდად ვიასპარეზეთ, მაგრამ ლა ლიგაში შესანიშნავად გამოვიყურებით.
განახლებულ "კამპ ნოუზე" თამაში ძალიან მსურს. "ბარსელონა" ჩემი ოცნების კლუბია და მინდა, აქ დიდი ხნით დავრჩე. ჩემთვის "კამპ ნოუ", მისი ისტორიის გამო, ყველაზე დიდებული სტადიონია. მომწონს, რომ მისი სახურავი ღია იქნება. აქ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა. სტადიონს ბავშვობაში ვეწვიე და ის განსაკუთრებული იყო.
ბუსკეტსის ტალანტს ყველა ხედავს. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რასაც ყველა მატჩში ამტკიცებს.
"რეალ მადრიდთან" კარგი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. "ბარსაში" მეოთხე სეზონს ვატარებ და ლა ლიგა ჯერ არ მომიგია. გუნდთან ერთად, ძალიან მონდომებული ვარ, რომ ტიტული მოვიგო.
ჩავი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ის ძალიან გვეხმარება. ის გასული მატჩების კადრებს გვაყურებინებს და ზოგჯერ კონკრეტულ ეპიზოდებზე მიგვითითებს, სადაც უკეთ თამაში შეგვეძლო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]