კრუიფი: ”ამ წარმატებების შემდეგ ლაპორტას არ გახსენება არ შეიძლება”

კრუიფი: ”ამ წარმატებების შემდეგ ლაპორტას არ გახსენება არ შეიძლება”


კატალონიური ”ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ კლუბის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებაში დიდი როლი ჟოან ლაპორტას მიუძღვის, გადმოგვცმეს მადრიდული marca.

კრუიფი მიიჩნევს, რომ გუნდის წარმატებულ ასპარეზობას საძირკველი ლაპორტამ ჩაუყარა.

”არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაპორტამ სრული თავისუფლებით მოქმედების უფლება მისცა ფრანკ რაიკაარდს, ხოლო შემდეგ პეპ გვარდიოლას. გუნდის წარმატების გათვალისწინებით და იმ თამაშით, რასაც ისინი აჩვენებენ არ შეიძლება არ ვახსენოთ ჟოან ლაპორტა. ყოველთვის იქმნება პრობლემა, როცა კლუბში მოდიან ადამიანები, რომლებიც კლუბის იდეოლოგიისგან შორს არაინ. ლაპორტას პრეზიდენტობის დროს ასეთი რამ არ მომხდარა. გუნდის წარმატებული სვლა არ ჩერდება მწვრთნელის ან ფეხბურთელების გამო. ის გამოწვეულია სულ სხვა მიზეზებით” - განაცხადა კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.