უსმან დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს

უსმან დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს

უსმან დემბელე "ჟირონასთან" 28 იანვარს ბარძაყის არეში მიღებულ ტრავმას კვლავ იშუშებს. სამედიცინო პერსონალს მისი დაბრუნების ზუსტი დრო არ დაუთქვამს, რადგან დაზიანების გართულება არ სურს. 

ტრავმის მიღებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, ფრანგი სიუტატ ესპორტივაზე კვლავ ცალკე ვარჯიშობს. დემბელე ჩავი ერნანდესისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რის გამოც გუნდი მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს.

Sport-ის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ელოდნენ და ფეხბურთელი თავს არცისე კარგად გრძნობს, თუმცა მას რეციდივი არ აქვს. ამის გამო, 19 მარტს გასამართ "ელ კლასიკოში" უსმანის თამაში გამორიცხულია და ის ვერც საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა.

ორკვირიანი პაუზის დროს დემბელეს ტესტები ყოველდღიურად ჩაუტარდება, რათა გაირკვეს, ის გუნდს ახლო მომავალში დაუბრუნდება თუ არა. მიზანი "რეალ მადრიდთან" 5 აპრილს კოპა დელ რეის ნახევარფინალში გასამართი განმეორებითი მატჩისთვის მზადყოფნაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დემბელე ექიმებისგან თამაშის ნებართვას მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა 100%-ით მზად იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 17 მარტი 2023 22:20
    0
    დემბელეს ტრავმამდე ყველა დემბუზას და საუკეთესო ვინგერს ეძახდა ახლა ტრავმა მიიღო და გაყიდვას ნატრობთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 მარტი 2023 15:55
    0
    ამას რაც ჩავიმ აბგრეიდი გაუკეთა და აბაროტები გაუზარდა, ვეღარ გაუძლო ძრავმა და მგონი საერთოდ დაასტუკა.
    მე მგონი ეს ბოლო თვეები ამის გედის სიმღერა იყო, ვსიო ეძებოს ეხლა ლაპორტა ვინმე სულელი რო შეტენოს ეს უტვინო. კიდევ კარგი 5 წლიანი არ გაუფორმეს შარშან.
    Culé [?]
    #4 17 მარტი 2023 15:55
    1
    რაღაცმხრივ კაია ეს რო ეხლა სანაკრებო თამაშებზე წასულიყო 2 თვე კიდე გამოტოვებდა მერე და ეგება კლასიკოში გამოგვადგეს აპრილში უკვე
    Culé [?]
    #3 17 მარტი 2023 13:28
    1
    მოკლედ სანამ რაღაცა ფასი აქვს ამას უნდა გაყიდონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 მარტი 2023 02:39
    3
    გასაშვებია დემბელე ფერან ტორესი და ფატი რა თანხაც გამოვა გამოვა ცოტაც დაამატოს ლაპორტამ და ოსიმენი ითრიოს რაა
    ფანი [?]
    #1 17 მარტი 2023 01:35
    3
    Es ro iqneba gundis imedi im gundis dedas shvc. Vin ginda moiyvano tore amas miayidda kaci. Newcastle an vinme goini ki gadaixdida ise 60-70 milions amashi. Da chemze ro iyos gavasuxarebdi am chlungs.