7 წელი ლუის სუარესის მაკრატელა გოლიდან

ზუსტად 7 წლის წინ, 2016 წლის 16 მარტს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში ლონდონის "არსენალს" დაუპირისპირდა.
კატალონიელებმა აღნიშნული შეხვედრა 3-1, საერთო ჯამში კი 5-1 მოიგეს.
"ბარსას" მხრიდან ერთ-ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა: დანი ალვესის ჩაწოდების შემდეგ ურუგვაელმა დავიდ ოსპინას კარი მაკრატელა დარტყმით აიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს "ელ პისტოლეროს" მიერ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით გატანილი ერთადერთი მაკრატელა არ ყოფილა - მან მსგავს სტილში "ლევანტესა" და "სევილიას" კარშიც გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]