ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა რეალ მადრიდთან

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა რეალ მადრიდთან

19 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდება.

კატალონიური გამოცემა Sport-ი "ელ კლასიკოსთვის" "ბარსას" სავარაუდო შემადგენლობას გვთავაზობს: ტერ შტეგენი - არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე - დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - რაფინია, ლევანდოვსკი, გავი. 

ამჟამად "ბარსელონას" ანგარიშზე 65 ქულაა, "რეალ მადრიდს" კი 56 ქულა აქვს. შესაბამისად, თუ კატალონიელები მოიგებენ, ლა ლიგის სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა 12 ქულამდე გაიზრდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 17 მარტი 2023 09:56
    0
    უნდა გადაუაროთ უეჭველი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 მარტი 2023 22:10
    1
    კამპ ნოუზე 5 წელია არ მოგვიგია, რაის ფრე ხალხო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მარტი 2023 16:09
    3
    არ გვინდა მოგება, ფრე იყოს და ცხრა ქულა დარჩეს სხვაობა. ოღონდ არავინ დაგვიმტვრიონ რუდიგერმა და კარვახალმა, მოკლედ რეალს თუ პეპე და რამოსის სტილის ცხოველები არ ყავთ თავს არაკომფორტულად გრძნობენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მარტი 2023 14:40
    9
    აი რასაც დავაკვირდი ბარსას ფლანგელებიდან ორ ფლანგზე თამაში მარტო დემბელეს შეუძლია, ისიც მარჯვნივ უკეთესია. ტორესზე კი ამბობენ შეტევის ორივე ფლანგზე და ცენტრშიც თამაშობსო, მაგრამ აშკარად მარჯვენა ფლანგელია ეგეც. მარცხენა ფლანგიდან მოჭრილ დარტყმაზე კარგად მარჯვნიდან ჩაწოდება გამოსდის, ცრუ მოძრაობებიც მემარჯვენე RWF-თვის დამახასიათებელი აქვს. ანუ მარჯვენა ფლანგზე დემბელე, რაფინია და ტორესი გვყავს და იქით მარტი ფატი, რომელიც თავისი თავის აჩრდილიღაა დარჩენილი. მერე ვიღაცები წუწუნებენ მცირე ანგარიშებით რატო ვიგებთო. შეტევა მისახედია. დეპაი-ობამეიანგიდან ერთი მაინც უნდა დარჩენილიყო, განსაკუთრებით გაბონელი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.