ჩავი ერნანდესის პირველი ელ კლასიკო კამპ ნოუზე მწვრთნელის რანგში

ჩავი ერნანდესის პირველი ელ კლასიკო კამპ ნოუზე მწვრთნელის რანგში

19 მარტს ჩავი ერნანდესი "კამპ ნოუზე" მწვრთნელის რანგში პირველ "ელ კლასიკოს" ჩაატარებს და როგორც ყველა, შეეცდება, "რეალ მადრიდთან" სადებიუტო მატჩში გამარჯვება მოიპოვოს.

ამჟამად, ჩავის ანგარიშზე 5 "ელ კლასიკოში" 3 მოგებაა. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პირველი საშინაო "ელ კლასიკო" "ბარსას" ისეთ მწვრთნელებს მოუგიათ, როგორებიც სამიტიერი, პლატკო, დაუჩიკი, კუბალა, ოლსენი, მიხელსი, მიულერი, ლატეკი, მენოტი, არაგონესი, კრუიფი, რობსონი, ვან გაალი, გვარდიოლა, ვილანოვა და ენრიკე იყვნენ.

უახლოესი ისტორიის განმავლობაში "კამპ ნოუზე" პირველი "ელ კლასიკო" მხოლოდ რეშაკმა, რაიკაარდმა, ვალვერდემ და კუმანმა წააგეს. 

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" სახლში "რეალ მადრიდთან" 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია - ბოლოს კატალონიელებმა 5-1 იმარჯვეს. ამ მატჩის მერე "ბარსას" ანგარიშზე 2 ფრე და ამდენივე წაგებაა. "კამპ ნოუზე" გამართულ ბოლო 10 "ელ კლასიკოში" მასპინძლებმა მხოლოდ 2 მოიგეს. 5-1-ის გარდა კიდევ ერთი მოგება 2015 წელს იყო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა 2-1 იმარჯვა. 

შაბათს "ბარსელონას" ნეგრეირას საქმეზე კლუბებს შორის შექმნილი დაძაბულობის გამო დამატებითი მოტივაცია ექნება. გარდა ამისა, მოგების შემთხვევაში, გუნდებს შორის სხვაობა 12 ქულამდე გაიზრდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 16 მარტი 2023 22:08
    1
    უეჭველი მოსაგებია ეს კლასიკო, მერე მაინც გაჩუმდებიან ის საცოდავები
    Culé [?]
    #5 16 მარტი 2023 17:48
    2
    ციტატა: nika 54
    კუმანი სად გაგახსენდათ მაგან კლასიკო კი არა აუტსაიდერებს ვერ მოუგო უცებ რო საჩემპიონო შანსი გაგვიჩნდა არსაიდან, თავიც კარგად იმართლა გეხსომებათ: მე ბარსაში ტიტულებს ჯარ არ მთხოვენო.

    აბაა გრანადაშთან რომ წააგო გადადებული თამაში კამპნოუზე არადა 3 ქულით წინ გავდიოდით ატლეტიკოსთან და სადაც 12 ქულიანს აღმოფხვრიდა ბარსა და პირველი კლუბი იქნებოდა მაგრამ ჰაა კუმანი რისი კუმანი იყო😄😄😄
    ფანი [?]
    #4 16 მარტი 2023 16:26
    4
    Tu ver moigeben,wagebit mainc ar waagon da 99.9% it laliga chvenia. Tu moiges xo vafshe dagvxatavs.statistikashic wamovewevit reals da championobas gavinagdebt factiurad.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 მარტი 2023 16:17
    2
    კუმანი სად გაგახსენდათ მაგან კლასიკო კი არა აუტსაიდერებს ვერ მოუგო უცებ რო საჩემპიონო შანსი გაგვიჩნდა არსაიდან, თავიც კარგად იმართლა გეხსომებათ: მე ბარსაში ტიტულებს ჯარ არ მთხოვენო.
    ფანი [?]
    #2 16 მარტი 2023 15:15
    6
    აუცილებლად მოსაგებია, ამ გამარჯვებით უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონობისკენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 მარტი 2023 14:34
    9
    წარმატებები მაესტროს. იმედია უკეთეს ხარისხს ვიხილავთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.