ხავიერ მასკერანო: როცა უმტიტი პირველად დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი დრო დასრულებული იყო

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო სამუელ უმტიტის პირველად ნახვას იხსენებს:
ლუის ენრიკეს ბოლო სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დავკარგე. როცა უმტიტი ვარჯიშზე პირველად დავინახე, ჩემს აგენტს დავურეკე და ვუთხარი: "ვალტერ, "ბარსაში" ჩემი დრო დასრულებულია, გუნდში ვიღაც არანორმალური მოვიდა."
სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" 2016 წელს გადმოვიდა და სტარტი ნამდვილად შესანიშნავი ჰქონდა, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მისი კარიერა უკან წავიდა და მიმდინარე სეზონამდე პრაქტიკულად არ უთამაშია. ამჟამად ფრანგი იჯარით "ლეჩეშია", დაბრუნების შემდეგ კი კლუბი მას გაყიდის.
რაც შეეხება მასკერანოს - არგენტინელი ლეგენდა "ბარსამ" 2010 წელს შეიძინა, რის შემდეგაც მან კატალონიაში არაერთი შესანიშნავი სეზონი დაჰყო. "ელ ხეფესიტომ" ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის ტარება 2018 წელს შეწყვიტა.
მასკერანოსა და უმტიტის ერთმანეთის მხარდამხარ 33 მატჩი ჩაუტარებიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]