ანსუ ფატის სჯერა, რომ ნდობის შემთხვევაში ფორმას აღიდგენს

ანსუ ფატის სჯერა, რომ ნდობის შემთხვევაში ფორმას აღიდგენს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ჟორჟე მენდეშთან პორტუგალიაში გამართული შეხვედრის დროს ანსუ ფატის საკითხი განიხილა.

Relevo-ს ინფორმაციით, აგენტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, თავის კლიენტს ახალი კლუბი მოუძებნოს და სატრანსფერო ბაზარს აქტიურად აკვირდება.

ანსუს გარემოცვა მიიჩნევს, რომ თავდაჯერებულობის მოპოვებისა და სათამაშო დროის მიღების შემდეგ ის ფორმას აღიდგენს. თუ სეზონის ბოლომდე სიტუაცია არ შეიცვლება, მხარეები გადაწყვეტილებას მიიღებენ. ფეხბურთელის გარემოცვას იჯარის ვარიანტი არ ხიბლავს.

თავის მხრივ, ფატის "ბარსელონაში" წარმატებების მიღწევა ყოველთვის სურდა და სათამაშო პრაქტიკის დეფიციტის მიუხედავად, სჯერა, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის დაბრუნება შეუძლია. ანსუს პრიორიტეტი სწორედ ესაა და კატალონიური გრანდის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სხვა გზა არ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 16 მარტი 2023 20:47
    1
    ამან ფორმა დაკარგა კი არა მიწაში ჩამარხა, თანაც ღრმად. დიდი შეცდომა იყო 10 ნომრიანი მაისურის აღება. არ უნდა მოეჭიდო იმხელა ტვირთს, რომელსაც ვერ აწევ.
    Culé [?]
    #9 16 მარტი 2023 18:15
    0
    არამგონია ამან დიდი ფეხბურთი ითამაშოს აწი, არაა მარტივი 4 ოპერაციის მერე პირდაპირ 10 ნომრიანი მაისურის ჩაცმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 მარტი 2023 16:52
    0
    ციტატა: datio
    ანსუმ მძიმე ტრავმა მიიღო და გარისკვა უჭირდა, საბოლოოდ ამ შიშის გამო გოლზე, კარში ზუსტი დარტყმის უნარიც დაკარგა

    პასის მიცემა მაინც ისწავლოს, მეორე მბაპეა რა, ოღონდ კარში დაარტყას და არა აქვს მნიშვნელობა საგოლე მომენტია თუ არა. გაიხსენეთ აბა მესის კარში დარტყმული რამდენი იყო "ლიჟბი დავარტყა, იქნებ გავიდეს" ყველა დარტყმა კომპიუტერზე გათვლილს გავდა. ეს ვეღარაფერს ვერ ისწავლის ბეტისია ამის მწვერვალი.
    ფანი [?]
    #7 16 მარტი 2023 14:04
    1
    ყველა ბარსას ატყუებს და ადევს მილიონებს რაუნდა გენდონ და იმედებს არგააცრუებ წადი შვილო სადმე ხეტაფე სასუელო ბრაიტონი მეტს ვერითამაშებ შენ ერთიმარტივი მიზეზის გამო პასის არმიცემა არშეიძლება მაგას ვერ ისწავლი სამწუხაროდ
    ფანი [?]
    #6 16 მარტი 2023 10:52
    1
    ანსუმ მძიმე ტრავმა მიიღო და გარისკვა უჭირდა, საბოლოოდ ამ შიშის გამო გოლზე, კარში ზუსტი დარტყმის უნარიც დაკარგა
    Culé [?]
    #5 16 მარტი 2023 08:32
    0
    ციტატა: I.S.
    ამ ტორესში რა ნახა მაესტრომ ასეთი ყველა თამაშს რომ აწყებინებს, 50/50 -ზე უნდა გაუყოს სათამაშო დრო ფატისთან

    ერთი სლეა ორივე
    Culé [?]
    #4 16 მარტი 2023 08:28
    0
    ამ ტორესში რა ნახა მაესტრომ ასეთი ყველა თამაშს რომ აწყებინებს, 50/50 -ზე უნდა გაუყოს სათამაშო დრო ფატისთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 მარტი 2023 02:44
    0
    10 ნომერი არ უნდა მიეცათ ამისთვის ეგრევე. ამასწინად ვუყურებდი ამის ჰაილაითებს ტრავმამდე და აი რა მაგარი იყო გავგიჟდი. იმედია მართლა აღიდგენს ფორმას
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #2 16 მარტი 2023 01:58
    6
    arafers ar agidgens gaushvit tyuilad aris aq
    Culé [?]
    #1 16 მარტი 2023 01:57
    1
    ამ ნუნიესზე რატო გიჟდებით მაგარი უმაქნისიაა 😂😂