ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსელონაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

ილქაი გიუნდოგანი მზადაა, ბარსელონაში სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს

AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესის ილქაი გიუნდოგანს დაუკავშირდა, რათა ის "ბარსელონაში" გადმოსვლაში დაარწმუნოს. ჩავიმ გერმანელს უთხრა, რომ კლუბი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

პირველი კონტაქტი პოზიტიური იყო, რადგან გიუნდოგანი მზადაა, "ბარსაში" სათამაშოდ ხელფასი შეიმციროს. კატალონიური გრანდი გეგმავს, რომ მას 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

გიუნდოგანის ტრანსფერი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება, რადგან ის კლუბს უფასოდ შემოუერთდება. მისი დამატება ასევე ნიშნავს, რომ სხვა შუახაზელებს დასვენების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, ილქაისთან ერთად ჩავის 4-ნახევარმცველიანი სისტემა უფრო პროდუქტიული იქნება.

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის დასაბალანსებლად გიუნდოგანის შეძენას ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.

"ბარსას" მხოლოდ ილქაის ტრავმიანობა აფიქრებს. კლუბი მზადაა, გარისკოს, მაგრამ სამედიცინო პერსონალი მას დეტალურ გამოკვლევას ჩაუტარებს.

კატალონიურ გრანდში სჯერათ, რომ თუ გიუნდოგანს დაიმატებენ და სერხიო ბუსკეტსიც კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეტი ნახევარმცველის შეძენა საჭირო აღარ იქნება. თუ ბუსკეტსი წავა, გუნდს საყრდენის პოვნა მოუწევს, რადგან ნიკო გონსალესს არ ენდობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 16 მარტი 2023 17:29
    0
    ისე დავაკვირდი ამას ბოლოთამაშებში და მშვენივრად გამოიყურება არც სისწრაფე აკლია და არც დარტყმაზე ამბობს უარს. რაც მთავარია გოლებიც გააქვს განსხვავებით ბუსკეტსისგან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 მარტი 2023 23:04
    0
    ერთი გამოცდილი კაცი საჭიროა ნახ.დაცვაში.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 15 მარტი 2023 21:45
    0
    ნიკო გაუშვან და ეს მოიყვანონ
    Culé [?]
    #2 15 მარტი 2023 18:31
    0
    გიუნდოგანი დააყენონ საყრდენზე და ნიკომ წინ ითამაშოს + კესიეც დატოვონ როტაციისთვის თუ ბუსიკა წავა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #1 15 მარტი 2023 18:25
    2
    გიუნდოგანი ტრამვიანი იყო 4 წლის წინ თორე ახლა სულ
    ხოდზეა😀💘