ბარსელონაში მსჯელობენ, ფატი გაყიდონ, თუ იჯარით გაუშვან

ბარსელონაში მსჯელობენ, ფატი გაყიდონ, თუ იჯარით გაუშვან

"ბარსელონას" 20 წლის შემტევის, ანსუ ფატის მომავალი კვლავ გაურკვეველია. კლუბი ზაფხულში მისი გაშვების ვარიანტებს განიხილავს.

ტრავმის მორჩენის შემდეგ ახალგაზრდა თავდამსხმელმა ძველი ფორმის დაბრუნება ვერაფრით მოახერხა. ის სასტარტო შემადგენლობის წევრად არ განიხილება და მართალია, შეცვლაზე ხშირად შემოდის, მაგრამ თავის გამოჩენას იშვიათად ახერხებს.

მიმდინარე სეზონში ფატიმ მონაწილეობა 37 მატჩში მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 11-ჯერ ვიხილეთ, სრული მატჩი კი ანსუმ 2-ჯერ ჩაატარა. ფატის აქტივში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ჟერარ რომეროს ინფორმაციით "ბარსელონაში" მსჯელობენ, ზაფხულში ფატის გაყიდვა უმჯობესი იქნება, თუ იჯარით გაშვება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 მარტი 2023 19:51
    0
    უკეთესი იქნება დაუბრუნოს 10 ნომერი პატრონს, და ის მოაბამს თავს რაც უნდა ქნას მოედანზე. თითქოს ლეოს ტრამვა არ მიუღია, მითუმეტეს მაგის ასაკში. ლიგის ფინალიც კი გამოტოვა 2006-ში, მაგრამ თამაში უნდოდა და ათამაშდა. ვინც არ თამაშობს ესე იგი არ უნდა. რაის ფსიქოლოგი და ჯანდაბა 20 წლის ბავშვს. გამოდი და ითამაშე არადა დაგვასვენე წადი ელჩეში.
    ციტატა: tbilisi
    სეზონის დასასრულისკენ ცოტა ათამაშონ რომ იქნებ ფასი დაედოს და გაყიდონ. მენტალურად ვერ არის ძლიერი. ისტორიას ვერ დაწერს, დამიჯერეთ დემბელეც ვერ იქნება, თორემ ნეტავ ვცდებოდე. ეს ეხლა ცეცხლს უნდა ყრიდეს თვალებიდან.

    აბა ეგა თქვი, გაიხსენე როგორი ბრუნდებოდა ხოლმე ტრამვების შემდეგ მაგ 10 ნომრის კანონიერი მფლობელი.
    Culé [?]
    #7 15 მარტი 2023 21:41
    0
    გაყიდეთ რა, ჩვენც დავისვენებთ და ეგ 10 ნომერიც ფატის ზურგზე
    ფანი [?]
    #6 15 მარტი 2023 16:53
    0
    მენტალურად ესე რატო დაეცა. რავი, მერე ეს სხვა კლუბში ათამაშდეს გული დაგვწყდება
    ფანი [?]
    #5 15 მარტი 2023 15:02
    3
    Gaasxmevinet
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 მარტი 2023 14:51
    2
    აღარ მჯერა მე ამ ბიჭის. ჩემზე რო იყოს გავყიდდი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    [?]
    #3 15 მარტი 2023 14:34
    4
    გააჩნია რამდენს მოგვცემენ, 45-50 თუ გადაიხდიან გაყიდონ სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით. ფული გვჭირდება ახლა. თუ იჯარა იქნება სად უნდა გაუშვან? ბეტისს და ვილიარეალს ეგ არ იკადრებს, ამპარტავანია. გრანდს იჯარით ეს რათ უნდა, თუ წაიყვანა და საერთოდ არ ათამაშებს. ამიტო ყველა პონტში გაყიდვა ჯობს ნომრალურ ფასად. 40 საც იმიტო თუ გადაიხდიან რო ახალგაზრდაა
    გულშემატკივარი [?]
    #2 15 მარტი 2023 14:32
    2
    სეზონის დასასრულისკენ ცოტა ათამაშონ რომ იქნებ ფასი დაედოს და გაყიდონ. მენტალურად ვერ არის ძლიერი. ისტორიას ვერ დაწერს, დამიჯერეთ დემბელეც ვერ იქნება, თორემ ნეტავ ვცდებოდე. ეს ეხლა ცეცხლს უნდა ყრიდეს თვალებიდან.
    გულშემატკივარი [?]
    #1 15 მარტი 2023 14:23
    2
    Gaaajmeinet