ტერ შტეგენი ლა ლიგის რეკორდებს ამხობს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიმდინარე სეზონში ყველანაირ რეკორდს ხსნის. გერმანელის შესანიშნავი თამაში "ბარსელონას" სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნაში ძალიან ეხმარება.
"სან მამესზე", "ბილბაოს" წინააღმდეგ ტერ შტეგენი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო და საბოლოოდ, MVP-იც გახდა.
გერმანელმა ლა ლიგის 25 მატჩში კარი მშრალად უკვე 19-ჯერ შეინახა, რაც პრიმერა დივიზიონის აბსოლუტური რეკორდია. მან ლა კორუნიის "დეპორტივოს" მეკარეს, პაკო ლიანიოს აჯობა, რომელსაც 1993/94 წლების სეზონში 25 ტურის შემდეგ 18 მშრალი მატჩი ჰქონდა. საბოლოოდ, სანტანდერელმა სეზონი 26 მშრალი შეხვედრითა და 18 გაშვებული გოლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენს ამ რეკორდის დამხობაც შეუძლია, რადგან წინ კიდევ 12 მატჩია, მას კი უკვე 19 მშრალი კარი და მხოლოდ 8 გაშვებული გოლი აქვს.
ტერ შტეგენი, რა თქმა უნდა, სამორას ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ის მატჩში საშუალოდ მხოლოდ 0.32 გოლს უშვებს, მეორე ადგილზე მყოფი ალექს რემირო ("რეალ სოსიედადი") კი - 0.96-ს.
მარკმა ასევე აბელ რესინოსა ("ატლეტიკო") და ზემოხსენებული პაკო ლიანიოს რეკორდი გააუმჯობესა, რომელთაც 25 ტურში 9 გოლი ჰქონდათ გაშვებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]