როგორი სტატისტიკით ხვდება ლევანდოვსკი ბილბაოსთან მატჩს?

"ბარსელონაში" გადმობარგების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად, შეუძლია გუნდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მოირგოს.
სტატისტიკურად, 34 წლის შემტევმა მონაწილეობა 31 მატჩში მიიღო და გოლით თავის გამოჩენა 31 მატჩში შეძლო. თუმცა, ვაღიაროთ, რომ ის სეზონის სტარტზე ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე ბოლო პერიოდში.
კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატამდე ფეხურთელმა 19 მატჩში 18 გოლი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მატჩში მასზე საშუალოდ, 0.94 გოლი მოდიოდა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი პოლონელის სტატისტიკა დაეცა - 7 გოლი 11 შეხვედრაში ( საშუალოდ 0.63 გოლი 1 მატჩში). აღნიშნული შედეგი მთლიანად მის ნაკლებ მონდომებას არ შეგვიძლია დავაბრალოთ, ვინაიდან, რობერტს 3-მატჩიანი ბანი და ტრავმა ჰქონდა.
დღეს ლევანდოვსკი შეეცდება, რომ დაფიქსირებული სტატისტიკა გააუმჯობესოს და გუნდს მეორეადგილოსან რეალთან 9 ქულიანი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმაროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]