პედრი ელ კლასიკოში ბრუნდება | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პედრი გონსალესი "რეალთან მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში მიიღო, რის შემდეგაც 4 დაპირისპირების გაცდენა მოუწია.
რაც შეეხება უსმან დემბელეს, მისი "რეალთან" დაბრუნება - არდაბრუნების საკითხი ბოლო მომენტამდე არ იქნება ცნობილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ბლაუგრანას" სამედიცინო გუნდს ფრანგთან დაკავშირებით გარისკვა არ სურს.
შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 19 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]