ლაპორტა "ბარსელონაზე" საუბრობს

ლაპორტა "ბარსელონაზე" საუბრობს

 

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ "უემბლის" ფინალის შემდეგ "ბარსელონაზე" ისაუბრა. ლაპორტა "ბარსას" ასეთი ასპარეზობით ნამდვილად ამაყობს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, იგი პრეზიდენტ სანდრო როსელისადმი დამოკიდებულებას არ იცვლის...

 

გუშინ, ლაპორტამ, რომელმაც გუნდში ფრენკ რაიკაარდი და პეპ გვარდიოლა მოიყვანა, განაცხადა, რომ "ბარსას" მსოფლიოში სუაკეთესო გუნდი ჰყავს: "ბარსას მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს და ჩვენ ამის დემონსტრირება მოვახდინეთ. ჩვენ აგრეთვე გვყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე მეტად გამოირჩევიან ჰუმანურობით." აქვე მან დაამატა: "ეს შესანიშნავი მატჩი გახლდათ, რომელშიც დომინანტის როლში "ბარსა" აღმოჩნდა."

 

კატალონიური კლუბის ყოფილი კატალონიელი პრეზიდენტი "უემბლიზე" გასამართ ფინალზე დასწრებას ახლანდელი ხელმძღვანელოიბისა და მისი "ღირსების გამო", არ აპირებდა. როდესაც მან ბილეთები უშუალოდ კლუბისგან მიიღო, წასვლაზე უარი განაცხადა. "მე მათ უარი ვუთხარი, რადგანაც არ შეიძლება უნდობლობა გამოაცხადო და შემდეგ აჩვენო ყველას, რომ ყველაფერი რიგზეა და შენ უბრალოდ დაესწრო." ამის შემდეგ ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მას არ შეეძლო ფინალზე დასწრება, რადგანაც მის ყველა ვაჟს ორშაბათს გამოცდები ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.