ინიაკი უილიამსი: ტერ შტეგენის მაისური ჩარჩოში ჩავსვი

ინიაკი უილიამსი: ტერ შტეგენის მაისური ჩარჩოში ჩავსვი

ბილბაოს "ატლეტიკის" შემტევმა, ინიაკი უილიამსმა "ბარსელონასთან" შაბათს გასამართ მატჩამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ტერ შტეგენს ძალიან ვაფასებ. 2015 წელს, სუპერთასის მოგების შემდეგ, მას მაისური ვთხოვე, რომელიც შემდეგ ჩარჩოში ჩავსვი.

 საბედნიეროდ, გერმანელის წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, რადგან მას 6 გოლი გავუტანე.

ჩვენთვის ინიგო მარტინესი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ის კარიერას აქ დაასრულებს და არა "ბარსაში". მაგრამ, არ გამიკვირდება, თუ კატალონიური კლუბი ინიგოს დამატებას შეეცდება, რადგან ის ძალიან კარგი მოთამაშეა.
ჩავის გუნდის დაცვის სტილი შესანიშნავია. მან "ბარსელონას" ფანებს იმედი დაუბრუნა.
მიხარია, რომ არაუხო ჩვენთან მატჩს გამოტოვებს. სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ თამაში უკვე მომიწია. ურუგვაელი საოცარი მცველია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 10 მარტი 2023 21:56
    1
    არაუხოზე რა მაგრად თქვა😅😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მარტი 2023 16:38
    0
    ის 0-4 რო მახსენდება ნერვები მეშლება. განმეორებითში ხო ვაბშე გადა-ვეს ამათ თავზე, პიკეს ცხვირი რო გაუტეხეს და მისი პროტესტის შემდეგ საერთოდ რო გაგვიძევეს მოედნიდან. საზიზღარი გუნდია მოედანზე კაციჭამიებს ემსგავსებიან.