6 წელი ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიდან

6 წელი ბარსელონას ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიდან

ზუსტად 6 წლის წინ, 2017 წლის ამ დღეს, "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ.

კატალონიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა პარიზში 0-4 წააგო, თუმცა სასწაული მოახდინა და შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.

2017 წლის 8 მარტს, "პერი სენ-ჟერმენი" "კამპ ნოუზე" დიდი უპირატესობით ჩამოვიდა და გულის სიღრმეში ალბათ სჯეროდა, რომ მომდენო ეტაპის საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.

"ბარსელონა" განმეორებითი მატჩის 50-ე წუთზე უკვე 3-0 იგებდა და ანგარიშის გათანაბრებამდე მხოლოდ 1 გოლი აშორებდა, რა დროსაც პსჟ-ის მხრიდან ედინსონ კავანიმ გაიტანა და კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - "ბარსას" კიდევ 3 გოლი უნდა გაეტანა (რადგან მაშინ გასვლაზე გატანილი გოლის წესი ჯერ კიდევ მოქმედებდა).

საბოლოოდ, სასწაული მოხდა და "ბარსელონამ" 6-1 მოიგო. ლუის ენრიკეს გუნდის მხრიდან გოლები ლუის სუარესმა (3'), ლეო მესიმ (50' პენ.), ნეიმარმა (88', 90+1' პენ.) და სერჟი რობერტომ (90+5') გაიტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლეივინ კურზავამ (40') ჩაჭრა. პსჟ-ის რიგებში თავი, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ კავანიმ (62') გამოიჩინა.

ამ მატჩში "ბარსელონას" მხრიდან მოედანზე იყვნენ: ტერ შტეგენი, მასკერანო, პიკე, უმტიტი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, რაფინია, სუარესი და ნეიმარი. ცვლილებაზე შემოვიდნენ: რობერტო, თურანი და ანდრე გომეში.

გავიხსენოთ ეს ლეგენდარული მატჩი, რომელიც ისტორიას "ლა რემონტადას" (რაც ესპანურად ქამბექს ნიშნავს) სახელით შემორჩა:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #5 10 მარტი 2023 12:47
    0
    ციტატა: რივალდო-მესი
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ეჰ ჩვენივე დაწყებული ჩვენვე ამოგვადინეს

    და ამის შემდგე წავიდნენ და იუვესეს ვაგზლის ბოზ-ივით დანებდმემ 0-3. სიმართლე უნდა ვთქვათ რომ ეს არ იყო მოსაგები თამაში. სულ მცირე ერთი პენალი ტყვილად დაგვიდეს. თცა
    მე რაც ამ მატჩსე სიამოვნება მივიღე არასდროს დამავიწყდება.

    დი მარიაზეც პენალტი იყო მასკემ რო წააქცია მარა მსოფლიოს უნდოდა მაგ დღეს ქამბექი. დაჟე მსაჯსაც
    ფანი [?]
    #4 9 მარტი 2023 18:35
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ეჰ ჩვენივე დაწყებული ჩვენვე ამოგვადინეს

    და ამის შემდგე წავიდნენ და იუვესეს ვაგზლის ბოზ-ივით დანებდმემ 0-3. სიმართლე უნდა ვთქვათ რომ ეს არ იყო მოსაგები თამაში. სულ მცირე ერთი პენალი ტყვილად დაგვიდეს. თცა
    მე რაც ამ მატჩსე სიამოვნება მივიღე არასდროს დამავიწყდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 მარტი 2023 13:56
    0
    მაგ თამაშს რა დაივიწყებს, გადახედვაც არ მინდა ზეპირად მახსოვს. ისე მაგ თამაშში მაგრა გაგვიმართლა რო მსაჯი მადრიდისტა არ იყო, ისევე როგორც ჩელსისთან მატჩში 2009-ში.
    Culé [?]
    #2 8 მარტი 2023 23:38
    5
    უდიდესი ქამბექი ისტკრიაში
    ფანი [?]
    #1 8 მარტი 2023 19:09
    9
    ეჰ ჩვენივე დაწყებული ჩვენვე ამოგვადინეს