ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და ბილბაოსთან სასტარტოში იქნება

ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და ბილბაოსთან სასტარტოში იქნება

Sport-ის ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი სრულად გამოჯანმრთელდა და "ბილბაოსთან" მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, პოლონელს მოედანზე უკვე 90 წუთის გატარებაც შეუძლია. მას "ალმერიასთან" შეხვედრის შემდეგ არ უთამაშია და აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელს ტრავმა არ ჰქონდა, მაგრამ რისკის თავიდან ასაცილებლად დასვენება აუცილებელი იყო.

ლევანდოვსკი საკუთარ სხეულს კარგად იცნობს, რის გამოც დაბრუნების ზუსტი დრო წინასწარ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, თუმცა ცხადი იყო, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაიწელებოდა.

რობერტის გარეშე "ბარსელონამ" 2 მატჩი ჩაატარა - კოპა დელ რეის ნახევარფინალში "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ და ლა ლიგაში "ვალენიასთან". გუნდმა ორივე მათგანი 1-0 მოიგო და ნათელია, რომ მთავარი ბომბარდირის გარეშე შეტევითმა პოტენციალმა იკლო.

ლევანდოვსკი გუნდს მნიშვნელოვან დროს უბრუნდება. "სან მამესზე" მოგების შემთხვევაში "ბარსელონა" მადრიდში 9-ქულიანი სხვაობით ჩავა და "ელ კლასიკოში" რაც არ უნდა მოხდეს, ჩავის შეგირდებს მაინც სოლიდური უპირატესობა ექნებათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მარტი 2023 14:31
    0
    [u]ლევანდოვსკი გუნდს მნიშვნელოვან დროს უბრუნდება. "სან მამესზე" მოგების შემთხვევაში "ბარსელონა" მადრიდში 9-ქულიანი სხვაობით ჩავა და "ელ კლასიკოში" რაც არ უნდა მოხდეს, ჩავის შეგირდებს მაინც სოლიდური უპირატესობა ექნებათ.[/u
    ვერ გავიგე რომელ მადრიდულ კლასიკოზეა ლაპარაკი? კლასიკო ბარსელონაში არ არის? თანაც ორივე დარჩენილი.
    ფანი [?]
    #1 8 მარტი 2023 23:24
    0
    როგორც იქნა,თორემ აუტანელია ფერანის ყურება ფორვარდის პოზიციაზე