აბდე ეზალზული, შესაძლოა, ბარსელონაში დარჩეს

აბდე ეზალზული, შესაძლოა, ბარსელონაში დარჩეს

ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, აბდე ეზალზულის "ბარსელონაში" დარჩენის კარგი შანსი აქვს.

თავდაპირველად, კატალონიური კლუბი მაროკოელი შემტევის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ "ოსასუნაში" (სადაც ამჟამად იჯარით ასპარეზობს) შესანიშნავი თამაშის შემდეგ, მის დატოვებაზე დაფიქრდა.

ეს საკითხი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში განიხილება, თუ "ბარსა" ვიტორ როკეს შეიძენს და შეტევაში სხვას არავის დაიმატებს. ჩავი ერნანდესს ეზ აბდე ძალიან მოსწონს და მარცხენა გარემარბად მის გამოყენებაზე ფიქრობს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ეზალზული ზაფხულში პრესეზონს "ბარსელონასთან" ერთად ჩაატარებს და კლუბი საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კატალონიელთა ფინანსური და სპორტული საჭიროებები.

მიმდინარე სეზონში "ოსასუნას" რიგებში მის ანგარიშზე 21 მატჩი, 3 გოლი და 2 ასისტია. მიუხედავად იმისა, რომ მაროკოელი ბევრი გოლი არ აქვს, უნდა აღინიშნოს, რომ მან თავი უმნიშვნელოვანეს მატჩებში გამოიჩინა: აბდემ კოპა დელ რეის მეოთხედფინალში "სევილიას" 99-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა, შემდეგ ამავე გუნდთან პამპლონელებს ლა ლიგაში მოაგებინა, ბოლოს კი კოპა დელ რეის ნახევარფინალში "ბილბაოს" შეხვედრის ერთადერთი გოლი შეუგდო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ აბდეს არაერთი მსურველი ჰყავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 8 მარტი 2023 23:22
    1
    აბდე არა ლენგლე დაიტოვეთ🫤🫤
    [?]
    #2 8 მარტი 2023 19:25
    3
    კარასკო გადაიფიქრეს? თუ არ აპირებდნენ ყიდვას მაშინ დეპაი 3 მილიონად რა ლოგიკით მისცეს კონკურენტს? ერთადერთი რაც მაგ ტრანსფერით ქნეს კარასკოს პოტენციიური ფასი შეამცირეს მომავლისთვის და ანუ რა გამოდის მორიგი ჩადება სერესოს მხრიდან სლაპორტას? ჯერ ხო გრიზმანზე ჩაუდო, 2 წლიანი იჯარით წაიყვანა, დაჟე 40 ად გამოსყიდვის ვალდებულებას აარიდა თავი გრიზმანის სკამზე დასმით და 60 წუთებზე შემოყვანით და თავისიც გაიტანა, 20 ად გამოისყიდა. იმენა სახეში მიაფურთხა ლაპორტას, შენზე ჭკვიანი ვარ და დედას მო....ვო უთხრა. ფელიქსი არ მოგვცა, წავიდა და ჩელსის შეტენა. და ამ ყველაფერის მერე მორიგ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელს 3 მილიონად აძლევს ლაპორტა. გეუბნებით ბართოემუს საერთოდ არაფრით ჯობს, იგივე ხრენია, პროსტა ამას ალემანი ყავს და ეგაა. და ბარემ ალემანი აგვერჩია ეს კრიმინალი პერესი-სერესოს მონა რომელიც კლუბს მუდმივ პრობლემებში ძირავს რაღათ გვინდა?
    აბდე კიდე შესანიშნავად სულ არ თამაშობს ოსასუნაში, ჩვეულებრივი სწრაფი და უტვინო ვინგერია, რომელსაც 10 ბურთის გაგდებიიდან 8 ჯერ გაურბის. ტელიოს ვერსიაა. ამ ეტაპზე არც ტორესზე და არც ფატიზე სლე არაა მარა იგივე დონეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 მარტი 2023 16:33
    1
    აბა მსურველები თუ გვყავს გავყიდოთ და "ტიგრინიო" ვიყიდოთ (ვიტორ როკეს ზედმეტსახელი, რაც ითარგმნება, როგორც "პატარა ვეფხვი") მერე გავზარდოთ და ტაიგერი დავუძახოთ როგორც, პატარა პედრის რო პედრინიო ერქვა.