ბარსელონა ვიტორ როკეს ტრანსფერს უახლოვდება

"ბარსელონა" ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, ვიტორ როკეს ტრანსფერს მიუახლოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით "ბარსელონა" და "ატლეტიკო პარანაენსე" ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ბრაზილიურ კლუბში ნელ-ნელა ეგუებიან, რომ ვიტორ როკე "ბლაუგრანაში" ითამაშებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ფეხბურთელის სურვილია.
"ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ვიტორ როკეს ტრანსფერისთვის წინასწარ განსაზღვრული 25 მილიონი ევრო საკმარისი არ იქნება. კატალონიელები მზად არიან, ბონუსების ჩათვლით ფეხბურთელში 40 მილიონზე მეტი გადაიხადონ. "ატლეტიკო პარანაენსე" კი მზადყოფნას გამოთქვამს, ტრანსფერი "ბარსასთვის" უფრო მოქნილი გახადოს, მაგალითად შეამციროს ფიქსირებული თანხა, ან დათანხმდეს ფეხბურთელის იჯარით გაშვებას 2024 წელს მისი გამოსყიდვის დათქმით.
ვიტორ როკე 18 წლის ცენტრფორვარდია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. "ბარსელონა" მასში რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ხედავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]