20 წლის ურუგვაელი ტალანტი ბარსელონას რადარზე

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონა" 20 წლის ურუგვაელი ტალანტით ინტერესდება.
საქმე ფაბრისიო დიასს ეხება, რომელიც ამჟამად მონტევიდეოს "ლივერპულში" ასპარეზობს. ის პირველ გუნდში 2020 წელს დააწინაურეს, რის შემდეგაც 108 მატჩი 5 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.
დიასი ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა და გუნდთან ერთად 2023 წლის ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე მე-2 ადგილი დაიკავა. ის ნაკრებს კაპიტნობს და 19 მატჩი 8 გოლი აქვს გატანილი.
ფაბრისიო საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ თამაში ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია.
Transfermarkt-ი დიასს €5 მილიონად აფასებს. მას მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 31 მაისამდე აკავშირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]