ლუის სუარესი: ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთი უკვე მოგებული ექნებოდა

ლუის სუარესი: ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთი უკვე მოგებული ექნებოდა

"ბარსელონას" ლეგენდარული ურუგვაელი ფეხბურთელი, ლუის სუარესი კატალონიური კლუბიდან ნეიმარ ჟუნიორის წასვლაზე საუბრობს:

ნეიმარი "ბარსაში" რომ დარჩენილიყო, "ოქროს ბურთი" უკვე მოგებული ექნებოდა.

2016 წელს "ოქროს ბუცისთვის" კრიშტიანუ რონალდუს ვებრძოდი. ლეო მესი და ნეიმარი დამეხმარნენ - ისინი პენალტებს მითმობდნენ და ასისტებს მიკეთებდნენ... ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

როგორც მეგობარმა, ნეიმარს დარჩენა ვურჩიე, მაგრამ ეს მისი ოჯახის გადაწყვეტილება იყო. ბრაზილიელს ვეუბნებოდით: "ნეი, ინგლისი უკეთესია, მაგალითად, "მანჩესტერ სიტი". იქ ფეხბურთი შესანიშნავია... მაგრამ, საფრანგეთი?"

სანამ პსჟ-ში წავიდოდა, მე და ლეომ მას ვუთხარით: "თუ გინდა, დიდი ტიტულები ისევ მოიგო, ჩვენთან დარჩი."

ნეიმარმა მოგვისმინა და აღიარა, რომ მართლები ვიყავით, დარჩენა სურდა, მაგრამ მისმა ოჯახმა წასვლა გადაწყვიტა. 

მესი მსოფლიო საუკეთესოა, ნეიმარი კი მეორე იყო. ჩვენ იმის მაგალითი ვიყავით, რომ 3 ვარსკვლავს ერთ გუნდში ერთი მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია.

ნეის წასვლამ გვატკინა, რადგან მისი მეგობრები და თანაგუნდელები ვიყავით. თანაც, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესეზონზე ყოფნისას, ის ამბობდა, რომ არ მიდიოდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 5 მარტი 2023 11:19
    1
    მამამისისთვის ნეიმარი ბიზნესია და არა შვილი. სამწუხაროდ ასეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 მარტი 2023 03:45
    1
    რა გადაუხადეს ქეშად ჩემოდნით ამის წუწკ მამას ასეთი ნეტავ?! rage
    [?]
    #9 5 მარტი 2023 01:13
    2
    აუ როგორ მახსოვს ის პრე სეზონი, რეალი მანჩესტერი იუვე მივალაგეთ, ნეიმარი დაფრინავდა. სასწაულ ფოორმაში შედიოდა, ვალვერდემ უკანა ხაზი მაგრად მოხოდა, შეტევა კიდე ისედა ხოდზე იყო. რა დროს წავიდა ეს ქინძი, არადა დარწმუნებული ვარ შემდეგ 2 წელში ერთ ლიგას მაინც დავდებდით, კოუტინიოთი მივედით სადამდე, ლივესთან ქამბექი რო არა ტრიპლეტი გვედო ჯიბეში. აი მანდ გვყოლოდა ნეიმარი, მორიგი სასწაული სეზონი გვექნებოდა. ნეიმარი ოქროს ვერ მოიგებდა ლეოს გამო, მარა 3 ულში იქნებოდა.ნეიმარის ოქროს ერთადერთი შანსი იქნებოდა ბრაზილიით მსოფლიო რო მოეგო. საკლუბო დონეზე ვერაფერს მოიგებს, სულ ვიღაცის ჩრდილშია ან თავისი არაპროფესიონალიზმის გამო სრულ სეზონს კარგად ვერ თამაშობს
    Culé [?]
    #8 4 მარტი 2023 23:48
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: C.PC5
    ნეიმარი რომ ბარსელონაში დარჩენილიყო იმაზე ბევრად უკეთესი რეპუტაცია ექნებოდა ვიდრე აქვს, ოქროს ბურთზე ბოდიში🙂 ესაა სიმართლე ჩემო ლუის.

    რატო ბოდიში?
    ნეიმარი უეჭველი მოიგებდა უბრალოდ თავისმა ხამმა ოჯახმა და დამ დაუნგრია კარიერა.ბენზენმას აქ ოქროს ბურთი და ნეიმარი ვერ მოიგებდა?


    რაც არ უნდა ვიძახოთ მესი რონალდოსთან ვინც ახლოს მივიდა ეს ნეიმარია,პრაიმის ნეიმარი კიდევ ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, ძალიან მეცოდება,როგორც ფეხბურთელი,სისულელე ქნა და კარიერაც მოისპო, და წავა ასე ფეხბურთიდან 1 კოპათი და 1 ლიგით,ინდივიდუალურს აწი ვეღარ მოიგებს.......

    ახლა მტკიცება რომ დაგიწყო ან შენ დამიწყო ხო აზრი არ აქვს, ვერცერთი ვერ გავიგებთ სინამდვილეში როგორ იქნებოდა. უბრალოდ ფაქტი ერთია რომ ნეიმარს ასაკთან ერთად არ ემატება პროფესიონალიზმი, რა აქ თუ დარჩებოდა დაიშლიდა თავისი დის დაბადების დღეებზე სიარულს?! თუ გართობას დაიკლებდა და ვარჯიშებზე პირველი იქნებოდა?! არა! ოქროს ბურთის შესაბამისი სეზონი რომ დადოს ფეხბურთელმა უმაგრესი სეზონი ხო უნდა ჩაატაროს, ტრავმებმა არ უნდა შეაწუხოს, მედიაში ზედმეტები არ უნდა ილაპარაკოს და მარტო თავის საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამ ჩამონათვალიდან ერთად კიარა ცალკე ვერ შეასრულებს ნეიმარი ვერცერთს მე ასე ვფიქრობ და ბარსას ფაქტორი არაფერს შეცვლიდა ჩემი აზრით. არ ვუკარგავ უმაგრესი ფეხბურთელია, მესი-რონალდუსთან ერთად ეგ რომ არ გვეხსენებინა შესაბამის პერიოდში არ შეიძლებოდა, მაგრამ ცუდ ეპოქაში მოხვდა ეგეც, იმ ეპოქაში სადაც ორი კაცის გარდა ვერავინ იგებდა ეგეთ ტიტულებს.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #7 4 მარტი 2023 18:38
    5
    ციტატა: C.PC5
    ნეიმარი რომ ბარსელონაში დარჩენილიყო იმაზე ბევრად უკეთესი რეპუტაცია ექნებოდა ვიდრე აქვს, ოქროს ბურთზე ბოდიში🙂 ესაა სიმართლე ჩემო ლუის.

    რატო ბოდიში?
    ნეიმარი უეჭველი მოიგებდა უბრალოდ თავისმა ხამმა ოჯახმა და დამ დაუნგრია კარიერა.ბენზენმას აქ ოქროს ბურთი და ნეიმარი ვერ მოიგებდა?


    რაც არ უნდა ვიძახოთ მესი რონალდოსთან ვინც ახლოს მივიდა ეს ნეიმარია,პრაიმის ნეიმარი კიდევ ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთის ისტორიაში, ძალიან მეცოდება,როგორც ფეხბურთელი,სისულელე ქნა და კარიერაც მოისპო, და წავა ასე ფეხბურთიდან 1 კოპათი და 1 ლიგით,ინდივიდუალურს აწი ვეღარ მოიგებს.......
    წევრი [?]
    #6 4 მარტი 2023 18:37
    5
    Ex Neymar dafsi mamashens tavze rogor dagatovebina Barca ..
    Culé [?]
    #5 4 მარტი 2023 17:59
    0
    ნეიმარი რომ ბარსელონაში დარჩენილიყო იმაზე ბევრად უკეთესი რეპუტაცია ექნებოდა ვიდრე აქვს, ოქროს ბურთზე ბოდიში🙂 ესაა სიმართლე ჩემო ლუის.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #4 4 მარტი 2023 16:31
    1
    თქვენი არვიცი მარა მესის ერთად სუასაც დავაბრუნებდი ზამენაზე ამაზე კაი ვინუნდა გვყავდეს🤷
    Culé [?]
    #3 4 მარტი 2023 16:03
    2
    კიც დარჩა მერე ფეხბურთის ისტორიას 2მამიჩ ყლინჯიმარად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მარტი 2023 16:00
    2
    ისე ესეც ძალიან უპატივცემულოდ გააგდეს, არანაკლებ ვიდრე ლეო. ნეიმარი კი უტვინო ყოფილა თუ ოჯახის ჭკუაზე აპირებდა კარიერის აწყობას. ხოდა იმიტომაც დარჩა ასე უტიტულოდ და უპრიზებოდ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 მარტი 2023 15:45
    6
    ლუის სუარესი: ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთი უკვე მოგებული ექნებოდა -100%