სერჟი რობერტო: მთელი ცხოვრებაა, კულე ვარ

სერჟი რობერტო: მთელი ცხოვრებაა, კულე ვარ

გუშინ სერჟი რობერტომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

ჩემი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ შედგა, ახლა კი 31 წლის ვარ.

მთელი ცხოვრებაა, კულე ვარ. აქ 14 წლის ასაკში მოვედი და ბედნიერი ვარ, რომ ვრჩები.

ტრავმების გამო ბოლო 2 წელი რთული იყო, რამაც თავის გამოჩენაში ხელი შემიშალა.

როცა ჩავი მოვიდა, ოპერაციის გაკეთება მომიწია, მაგრამ მან მითხრა, რომ ჩემი იმედი ჰქონდა და გუნდს დავეხმარებოდი.

კლუბსა და მე ერთი მიზანი გვქონდა და ახლა აქ ვართ. ვიმედოვნებ, სეზონს წარმატებით დავასრულებთ.

ჩავიმ თავდაჯერებულობა და სიმშვიდე შემმატა. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მწვრთნელია.

როცა ახალგაზრდა ვიყავი, ინიესტას, ჩავის, ბუსკეტსს, პუიოლს, პიკეს ვუყურებდი. ისინი მხარს მიჭერდნენ... ახლა, ჩემი გამოცდილებით, ახალგაზრდებს შემიძლია მე დავეხმარო.

"ბარსაში" ბევრი კუმირი მყავდა და იღბლიანი ვარ, რომ ისინი ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. მათი გზით წასვლა და ცხოვრების კლუბში დიდი ხნით დარჩენა ყოველთვის მსურდა. სწორედ აქ ყოფნა მინდა, რადგან კულე ვარ.

ვიცი, რომ პირველ გუნდში მოხვედრა რთულია, მაგრამ ახალგაზრდებს, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ, მოტივაციას ვაძლევ, რადგან ოცნებები სრულდება. ვიმედოვნებ, "ლა მასიადან" პირველ გუნდში დიდი ხნით დარჩენას რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი შეძლებს.

- განაცხადა რობერტომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 4 მარტი 2023 21:43
    1
    იყოს სკამზე უხელფასოდ, ჯორია. სადაც დააყენებ ითამაშებს რაღაც დონეზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 მარტი 2023 16:04
    2
    სათადარიგო სკამზე არ არის ცუდი მითუმეტეს არც პრეტენზიები აქვს მაინცდამაინც.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 მარტი 2023 15:22
    6
    ამ კაცის გაგდება არ იქნება სწორი საქციელი.ვირივით იხმარეს ყველა პოზიციაზე და მაგ შემთხვევაში რა ემართება ფეხბურთეს დე იონგის სიტუაციამ გვანა 2 სეზონი საკუთარ თავს არ გავდა და ეხლა მსოფლიოში ალბათ საუკეთესო თუ არა სამეულში ნამდვილადაა ფრენკი და ვინ იცის ამის კარიერა როგორი იქნებოდა სულ ცენტრში რო ეთამაშა.არც ხელფას ითხოვს და არც სასტარტოს და რა პრობლემაა აბა სილვა გიუნდოგანი სკამზე არ დაგვიჯდებიან და იყოს ლა ლიგაზე გამოიყენებ ჩვეულებრივად კაცი🙃