ჩავის გეგმა ოლდ ტრაფორდზე - 9 ფეხბურთელი უკვე შერჩეულია

ჩავის გეგმა ოლდ ტრაფორდზე - 9 ფეხბურთელი უკვე შერჩეულია

ბოლო მატჩებში ტრავმების გამო "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში არეულობაა. ჩავიმ ბუსკეტსი, დემბელე და პედრი დაკარგა, რის გამოც მათი შეცვლა სათადარიგო ფეხბურთელებით უწევს.

"კადისის" წინააღმდეგ ერნანდესმა როტაციას მიმართა და ძირითადში ისეთი მოთამაშეები დააყენა, როგორებიც ფერან ტორესი, ერიკ გარსია და სერჟი რობერტო არიან. აღსანიშნავია, რომ მოლოდინი ყველა მათგანმა გაამართლა.

ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში ჩავის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მან გარკვეული მინიშნებები გააკეთა, თუ რა თერთმეტეულს გაიყვანს "ოლდ ტრაფორდზე". პირველ რიგში, "კადისთან" არაუხო, კესიე და რაფინია სასტარტოში არ იყვნენ. რონალდს დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ფრანკი და რაფინია კი ცვლილებაზე გამოვიდნენ, რათა დე იონგსა და ლევანდოვსკის დაესვენათ. დიდი ალბათობით, "მანჩესტერთან" ყველა მათგანი ძირითადში იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ "კადისთან" ბუსკეტსს არ უთამაშია, ჩავის პრესკონფერენციაზე ისე ისაუბრა, აშკარაა, რომ კაპიტანი სასტარტოში იქნება: "ის შესანიშნავადაა და "ოლდ ტრაფორდზე" სათამაშოდ მზადაა." ამასთან, ჟიულ კუნდემ "კადისის" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მარჯვენა მცველის დეფიციტი მას "იუნაიტედთან" მატჩში ხელშეუხებელს ხდის. კრისტენსენი და ტერ შტეგენიც, რა თქმა უნდა, თერთმეტეულში უნდა იყვნენ.

გასარკვევი მხოლოდ რამდენიმე დეტალია: ჯერ არ ვიცით, ჩავი ალეხანდრო ბალდეს ენდობა თუ ისევ ჟორდი ალბას (როგორც პირველ მატჩში) ან მარკოს ალონსოს დააყენებს. თუ "ბარსა" 4 ნახევარმცველით დაიწყებს, სერხიო ბუსკეტსის, ფრენკი დე იონგისა და ფრანკ კესიეს გვერდით სერჟი რობერტო დადგება. თუმცა, თუ ჩავი ორი გარემარბის გამოყენებას გადაწყვეტს, რაფინიასა და ლევანდოვსკისთან ერთად წინ ფერან ტორესი იქნება.

საბოლოო ჯამში, კატალონიური Sport-ი ვარაუდობს, რომ ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, კესიე, დე იონგი, ბუსკეტსი, რაფინია და ლევანდოვსკი აუცილებლად სასტარტოში იქნებიან. გასარკვევი კი მარცხენა მცველის ვინაობა და სერჟი რობერტო-ფერან ტორესს (4 ნახევარმცველსა და 3 შემტევს) შორის არჩევანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 თებერვალი 2023 17:03
    0
    მანჩესტერი მაგარ ხოდზეა და სახლში შეგვჭამს, ეგ კი არა ტენ ჰააგი იმასაც ვერ ინელებს რო ბარსელონაში ვერ მოიგო. მეშინია ლივერპულის 0-4 არ გაგვახსენონ.
    ფანი [?]
    #6 21 თებერვალი 2023 18:23
    2
    მარცხენა მცველის ამბავი არც უნდა განიხილებოდეს, ბალდე იმსახურებს შანსს. ფერანიც ისეთ ფორმაშია მე დავაყენებდი პირადად, მაგრამ რავი 4 ნახევარმცველით ცენტრს ბევრად უკეთ დავიჭერთ. ნუ არ ვიცი, ეს დილემა ჩავიზეა და ჩემზე უკეთ კი იცის თავისი საქმე..
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 თებერვალი 2023 17:52
    4
    ციტატა: ManchesterU
    ბალდე მომეწონა სხვათაშორის ძალიან პერსპექტიული ბიჭია და ვფიქრობ იმსახურებს მანჩესტერთან დააყენოს ხავიმ. შეუძლია მაგ ბიჭს დიდი ფეხბურთის თამაში. სხვა ბარსას დანაკლისის მიუხედავად მაინც ძალიან ვნერვიულობ, ბარსელონაა ბოლო ბოლო და ერთი თამაშის თამაში ესეთ პრინციპულ მეტოქესთან ყველას შეუძლია, მითუმეტეს დღეს რა ფორმაშიც ბარსაა . მაგრამ მაინც გამიხარდებოდა თუ გეყოლებოდათ მინიმუმ პედრი-გავი, რადგან ეგეთ ბარსელონას რო მოუგოს მანჩესტერმა უფრო გამიხარდება რათქმა უნდა, რადგან ეს ორი ბიჭი ნამდვილად ბარსას მთავარი მომაძრავებელი ძალაა, ასე რომ ვთქვათ მატორი ეგ ორნი არიან.
    წარმატებები ბარსას რა თქმა უნდა მანჩესტერთან არა laughing , სხვა ყველა ტურნირზე წარმატებას გისურვებთ ძალიან გამიხარდება ბარსას წარმატება. barca-4

    გაიხარე ასევე წარმატება თქვენ დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს❤️
    ფანი [?]
    #4 21 თებერვალი 2023 17:33
    3
    არ ვიცი რა უნდა ველოდო, მანიუ დაფრინავს და ნეტა პრემიერ ლიგაში სიტისაც გადაუსწრონ, მომბეზრდა თითქმის ამ ორემიერ ლიგის ყურება მაგრამ წელს მანჩესტერმა და არსენალმა გამოაცოცხლეს და მრავაკფეროვანი გახადეს, ურთულესი თამაში გველის და თუ დანაკლისს გავითვალისწინებთ ალბათ მანუი გავა შემდეგ ეტაპზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 თებერვალი 2023 17:26
    2
    ვითომ შეიძლება ფერანის ნდობა?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #2 21 თებერვალი 2023 17:11
    7
    ბალდე მომეწონა სხვათაშორის ძალიან პერსპექტიული ბიჭია და ვფიქრობ იმსახურებს მანჩესტერთან დააყენოს ხავიმ. შეუძლია მაგ ბიჭს დიდი ფეხბურთის თამაში. სხვა ბარსას დანაკლისის მიუხედავად მაინც ძალიან ვნერვიულობ, ბარსელონაა ბოლო ბოლო და ერთი თამაშის თამაში ესეთ პრინციპულ მეტოქესთან ყველას შეუძლია, მითუმეტეს დღეს რა ფორმაშიც ბარსაა . მაგრამ მაინც გამიხარდებოდა თუ გეყოლებოდათ მინიმუმ პედრი-გავი, რადგან ეგეთ ბარსელონას რო მოუგოს მანჩესტერმა უფრო გამიხარდება რათქმა უნდა, რადგან ეს ორი ბიჭი ნამდვილად ბარსას მთავარი მომაძრავებელი ძალაა, ასე რომ ვთქვათ მატორი ეგ ორნი არიან.
    წარმატებები ბარსას რა თქმა უნდა მანჩესტერთან არა laughing , სხვა ყველა ტურნირზე წარმატებას გისურვებთ ძალიან გამიხარდება ბარსას წარმატება. barca-4
    ფანი [?]
    #1 21 თებერვალი 2023 16:52
    4
    კაცურად მოლოდინი ერიკ გარსიამ რითი გაამართლა? ყველა ჯერზე, გუნდს თავი რომ უნდა დაეცვა ბალახს ძოვდა