ჟოან ლაპორტა ხავიერ ტებასს: ვინც ბარსელონას დაკნინებას შეეცდება, მკაცრ პასუხს მიიღებს

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ხავიერ ტებასს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ლაპორტა ნეგრეირას საქმეზე ყველაფერს არ ახსნის, უნდა გადადგეს.
ტებასი ყოველდღე ჩვენზე ლაპარაკობს. ის თავის ადგილას უნდა დარჩეს. ვინც "ბარსელონას" სახელის დაკნინებას შეეცდება, მკაცრ პასუხს მიიღებს.
ტებასმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა, რომ ანტი-ბარსელონისტაა. 2005 წელს მას ლეო მესის "ბარსაში" დარჩენა არ უნდოდა, გუშინ კი ჩემს გადადგომაზე ისაუბრა - ხავიერს ვეტყვი, რომ მას ჩემი წასვლით არ გავახარებ.
ტებასმა CVC-ზე უარი და სუპერ ლიგის მხარდაჭერა ვერ დაივიწყა. ის მიხვდა, რომ ჩემი აქ ყოფნის დროს "ბარსელონას" შორიდან ვერ გააკონტროლებს.
როგორც "ბარსელონას" პრეზიდენტი, არავის მივცემ უფლებას, კლუბის სახელი და ისტორია შელახოს.
ხალხმა უნდა იცოდეს, რომ გამოძიება "ბარსას" წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. ამის შესახებ არც პროკურატურას შეუტყობინებია და არც პოლიციას.
შიდა გამოძიებას უკვე ვატარებთ და მალე პრესკონფერენციას გავმართავთ, სადაც ყველაფერს ვიტყვით.
- აცხადებს ლაპორტა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]