ხავიერ ტებასი: თუ ლაპორტა ყველაფერს არ ახსნის, უნდა გადადგეს

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ნეგრეირას საქმეს" კიდევ ერთხელ შეეხო.
საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში "ბარსელონას" დაქირავებული ჰყავდა კომპანია, რომელიც მსაჯების კვლევით იყო დაკავებული. ამაში უკანონო არაფერია, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ აღნიშნული კომპანია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ენრიკეს ნეგრეირას ეკუთვნოდა.
კითხვაზე, უნდა დადგეს თუ არა ჟოან ლაპორტას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი დღის წესრიგში, ტებასი პასუხობს:
თუ ის ნათლად არ ახსნის, რაში იხდიდა ფულს, მაშინ ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს.
"ბარსელონამ" თავიდან განაცხადა, რომ ამას ყველა აკეთებს, მაგრამ ასე არაა. ყველაფრის ახსნაა საჭირო. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შექმნილი სიტუაცია არ მომწონს.
- ციტირებს ტებასის სიტყვებს Sport.
ლა ლიგის პრეზიდენტის განცხადებაში უცნაური ისაა, რომ 2016-2018 წლებში, ანუ იმ პერიოდში, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, ჟოან ლაპორტას "ბარსელონას" მართვასთან არაფერი აკავშირებდა და გაუგებარია, რატომ ითხოვს ტებასი მის გადადგომას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]