ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "კადისთან" მატჩის შემდეგ ვრცელი კომენტარი გააკეთა:
პირველი ტაიმი კარგი იყო - ვდომინირებდით და მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეორე ნახევარში ინტენსივობამ იკლო.
ანსუ ცენტრფორვარდთან ახლოს კარგად მოქმედებს. ფერანმა თავდაჯერებულობის მოპოვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
ტორესს დიდი კრიტიკა ხვდა, მაგრამ ის ყოველთვის გულმოდგინედ მუშაობს. ხალხი ფერანს მხოლოდ გოლებით, დრიბლინგებითა და ასისტებით აფასებს, ჩვენ კი ბევრ სხვა რაღაცას ვხედავთ.
ფრენკი დე იონგი და ლევანდოვსკი გუნდის სისტემის მთავარი წევრები არიან. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენს თამაშობენ, გადავწყვიტე, ისინი დამესვენებინა.
ბევრი შანსი გავანიავეთ, რაც არ მომწონს, მაგრამ გუნდი გადაღლილია, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედთან" ძალიან რთული ბრძოლა გვქონდა.
რობერტო ყველაზე არასამართლიან კრიტიკას იღებს, რაც ჩემს სპორტულ კარიერაში მინახავს. ის არასდროს წუწუნებს და შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს. მისი ბრმად მჯერა.
სერჟი უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, რაც ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდებული იარაღია. ბედნიერი ვარ, რომ ის მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება.
ბუსკეტსი დღეს სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ გადავწყვიტე, სასტარტოში არ დამეყენებინა. საბოლოდ, ის არც ცვლილებაზე გამოვიყვანე. "ოლდ ტრაფორდზე" გასამართი მატჩისთვის სერხიო სრულ მზადყოფნაშია.
დღეს ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც ძალიან მახარებს. თავდამსხმელს გოლები ყოველთვის აბედნიერებს. ამას მალე ანსუც გამოცდის.
ლა ლიგაში უახლოეს მდევართან 8-ქულიანი უპირატესობა კარგია, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა. მუშაობა უნდა განვაგრძოთ.
პაბლო ტორეს არ უთამაშია, მაგრამ ის შანსს ნამდვილად იმსახურებდა.
ტერ შტეგენი კვლავ ძალიან კარგი იყო. ამ მატჩის მშრალად მოგება ნიშნავს, რომ კარგად ვმუშაობთ.
ინგლისში საბრძოლველად მივდივართ. გადაწყვეტილი არაფერია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]