როგორ მიმდინარეობს ბუსკეტსისა და დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი?

როგორ მიმდინარეობს ბუსკეტსისა და დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი?

AS-ის ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს დაუბრუნდება.

წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კაპიტანი ექიმებისგან თამაშის ნებართვას შაბათს მიიღებს და კვირას "კადისთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ბუსკეტსმა ტრავმა "სევილიასთან" მატჩში (3-0) მიიღო, რის გამოც "ვილიარეალთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვერ ითამაშა.

რაც შეეხება უსმან დემბელეს - SER-ის თანახმად, ფრანგმა მინდორზე ვარჯიში დაიწყო, მაგრამ არა გუნდთან ერთად. კატალონიურ კლუბს გარისკვა არ სურს - ის "იუნაიტედთან" მატჩისთვის მზად არ იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 თებერვალი 2023 16:18
    0
    გვეგონა უკან მოვიტოვეთ ტრამვიანობაო და აგერ ბატონო. გაჭირვებულს რო ქვა აღმართში წამოეწევა ეგ ამბავია.
    Culé [?]
    #2 17 თებერვალი 2023 23:05
    0
    დემბელეს გარეშე არ ვიცი რა გვეშველება... სამ შემტევზეც ვერ გადავალთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 თებერვალი 2023 17:30
    2
    კარგი ისაა, რომ საუკთესო რეგენერაციის უნარი აქვს კაპიტანს, საოცარი პირდაპირ innocent