სამუელ უმტიტი, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

სამუელ უმტიტი, შესაძლოა, ბარსელონაში დაბრუნდეს

"ბარსელონა" დაცვის ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და Sport-ის ცნობით კატალონიურ გუნდს 3 ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული.

ცნობილია, რომ ჩავის გუნდში ცაცია ცენტრალური მცველი ჭირდება. დღეს გუნდში ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი მარკოს ალონსოა, რომლის ბუნებრივი პოზიციაც მარცხენა მცველობაა.

დიდი ხანია, "ბარსელონას" "ბილბაოს" ცენტრალურ მცველს, ინიგო მარტინესს უკავშირებენ, მაგრამ ბოლო დროს 31 წლის ფეხბურთელის დონე დავარდა, რაც მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

განიხილება სამუელ უმტიტის დაბრუნების ვარიანტიც. 29 წლის ფეხბურთელი "ლეჩეშია" განათხოვრებული. როგორც ჩანს, ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმები უკან მოიტოვა და ბოლო დროს სტაბილურად კარგად ათამაშდა.

მესამე ვარიანტი კი "აინტრახტის" 23 წლის ცენტრალური მცველი ევან ნდიკაა, რომელთანაც, როგორც გერმანული Sport1 იტყობინება, "ბარსას" შეთანხმება უკვე მიღწეული აქვს.

ინიგო მარტინესი და ევან ნდიკა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები იქნებიან, უმტიტი კი ისედაც "ბარსელონას" საკუთრებაა. ეს ნიშნავს, რომ "ბარსას" ცაცია ცენტრალურ მცველში ფულის გადახდა არ მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #10 18 თებერვალი 2023 10:33
    0
    ნდიკაა მოსაყვანი, თან კარგ ასაკშია
    ფანი [?]
    #9 16 თებერვალი 2023 21:30
    0
    გვარდიოლი ცაციააა თუ იცით???არ დავკრივებულვარ არსდროს.ახალ თაობაში ჩემი აზრით 1-1 საუკეთესოა,
    ფანი [?]
    #8 16 თებერვალი 2023 20:00
    1
    Ara dzma , magxela xelfasi ro ar gqondes bazari araa. Lijbi xelfasi mogvshordes da tu undat ufasod gaushvan, ise erti 5 m kai iqneboda. Lenglec gasasmeinebelia asi procentit. Ndikaaa ra mosayvani
    Culé [?]
    #7 16 თებერვალი 2023 17:31
    2
    არანაირი უმტიტი, ნდიკა მოიყვანეთ და საკმარისი იქნება
    წევრი [?]
    #6 16 თებერვალი 2023 15:25
    1
    ციტატა: Griezzy7
    უმტიტი ლენგლე ბუსკეცი ალბა ტორესი ფატი - ესენი უნდა გაყიდონ ზაფხულში რომ დაცარიელდეს კლუბი მაღალი ხელფასებისგან. რობერტოც და ალონსოც უნდა გაეშვათ მაგრამ გაუხანგრძლივეს რატომღაც...
    ბევრი ახალი ფეხბურთელი უნდა მოიყვანონ წესით ზაფხულში

    რობერტოს სანამ წვერ-ულვაში არ გაუთეთრდება არსად წავა, და პენსიაზე რომ გავა ალბათ იმასაც ბარსა გადაუხდის!
    ეეჰ, რამდენსა აქვს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი''''''...
    ფანი [?]
    #5 16 თებერვალი 2023 14:56
    3
    ხელფასის პონტში უმტიტი გასაშვებია. ნდიკას და ინიგოს შორის ასაკის გამო ნდიკა პრიორიტეტია მარა ინიგოს საკმაო გამოცდილებააქ და 2-3 წელი მაღალ დონეზე შეუძლია წესით თამაში
    ფანი [?]
    #4 16 თებერვალი 2023 14:46
    7
    ამას ვინ ჩივის ზაფხულში ბომბი ბრუნდება ის კი ნამდვილად მოსაშორებელია იმენა ნაღმია ტიპი (ლენგლე) 😁😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 თებერვალი 2023 14:44
    6
    უმტიტი არა სლე კიდე.ნდიკა მოიყვანეთ ბიჯო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 თებერვალი 2023 13:50
    4
    ლენგლე, ლენგლეც ბრუნდება, მთავარი "ბომბა" სიახლე ესაა rage scream
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 16 თებერვალი 2023 13:36
    8
    უმტიტის დაბრუნება მხოლოდ გასაყიდად, მაგის ხელფასი გაგვაკოტრებს 20 მილიონი უჯდება გუნდს წელიწადში და ეხლაც კი ჩვენ ვუხდით ამ ფულს.