გამოცდა ჩაბარებულია - ვიხილავთ კესიეს იუნაიტედთან სასტარტოში?

გამოცდა ჩაბარებულია - ვიხილავთ კესიეს იუნაიტედთან სასტარტოში?

"მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი მატჩის წინ ჩავის ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა, რომლის მოგვარების გზასაც "ბარსას" დამრიგებელმა, შესაძლოა, უკვე მიაგნო.

ჩავი მნიშვნელოვან თამაშებში მოედანზე 3 შემტევის ნაცვლად 4 ნახევარმცველით გამოსვლას ამჯობინებს. ამ დროს მარცხენა შემტევის როლს გავი ან პედრი ითავსებენ ხოლმე. თუმცა სერხიო ბუსკეტსის ტრავმამ ჩავის პრობლემა შეუქმნას - ვინ უნდა შეუწყვილდეს მოედნის ცენტრში ფრენკი დე იონგს? თუ პედრი ან გავი, მაშინ ოთხნახევარმცველიანი სისტემა იშლება და ჩავის მოუწევს, შეტევაში ათამაშოს ანსუ ფატი ან ფერან ტორესი, რომლებიც ფორმაში აშკარად არ არიან. მეორე ვარიანტი კი ბუსკეტსის ნაცვლად ნახევარდაცვაში ფრანკ კესიეს დაყენებაა.

გუშინ ჩავიმ სწორედ მეორე ვარიანტი მოსინჯა და ექსპერიმენტმა აშკარად გაამართლა. კოტ-დ'ივუარელმა ნახევარმცველმა გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ის ძალიან კარგი იყო როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე ბურთით თამაშის დროსაც. კესიე ძირითადად მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და შეტევაში ჩართულ ალეხანდრო ბალდეს კარგად აზღვევდა.

ახლა არჩევანი ჩავიზეა - ხუთშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ან კესიე უნდა ათამაშოს ნახევარდაცვაში, ან შეტევაში ფატი/ტორესს შორის რომელიმე. პირველი ვარიანტი უფრო მოსალოდნელი ჩანს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 14 თებერვალი 2023 21:22
    0
    გამოცდა ნამდილად წარმატებით არის ჩაბარებული.
    მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად 4 ნახევარმცველით უნდა ითამაშოს და ამ შემთხვევაში თუ კესიეს არ დააყენებს, მხოლოდ ერთი ვარიანტია, რომ ჩავიმ ჩაიცვას ფორმა და თვითონ ითამაშოს, სხვა არავინ არ გვყავს.
    ჯერ ეს ერთი ეს ახალი ტაქტიკა საკმაოდ კარგად ამართლებს და ჯერ ბევრმა ვერ მოუძებნა გასაღები. მეორე, რომ კესიე ეხლა მოტივირებულია და მშვენივრად ართმევს თავს დავალებას, ფიზიკურად ძლიერია და სწორედ ასეთი მძიმე არტილერია არის საჭირო მანჩესტერის წინააღმეგ, რადგან მათ კარგი ფიზიკური მომზადება აქვთ და კარგ ფორმაშიც არიან.
    არავითარ შემთხვევაში ცენტრი არ უნდა მივცეთ, ჩვეული ძლიერი პრესინგით უნდა შევხვდეთ, მეტად უნდა გაოიყენონ რაფინია და რაც შეიძლება მეტად უნდა გაშალონ შეტევის ფლანგები. და ასე უნდა ითამაშონ მთელი მატჩი.
    ასევე იმედი მაქვს, რომ ლევანაც მეტად გამოიყენებს შანსებს და როგორც ბოლო მატჩებში ვნახეთ, შეეშვება მაზვას.
    ფატი სასტარტოში ვერ გაქაჩავს და ფერანზე საერთოდ არაფერს ვიტყვი.
    [?]
    #6 13 თებერვალი 2023 18:55
    5
    კიდევ ერთი ვარიანტი აქვს ჩავის რომელსაც ცვლილების დროს იყენებს ხოლმე. როცა 4 ნახევარმცველი ყავს და ერთ ერთის გაყვანის დროა, სკამზე სხვა ნახევარმცველი არაა, შემტევებს არ ენდობა, თან ძირითადად ვიგებთ და არ გვჭირდება შემტევი. ამიტომ შემოყავს ხოლმე ალბა. ალბა დაბერდა მარა კლასი აქვს, კარგი პასი და ფატის და ტორესს დონით ჯობს. ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ვარიანტი იქნება თუ მარცხენა ფლანგს არა გავი, არამედ ბალდე დაიკავებს შეტევაში, დაცვაში კიდე ალბა დადგება. ან პირიქით, ალბა ვინგერად და ბალდე დაცვაში. იასნია 4 ნახეევარმცველით თამაში ჯობია, მაგრამ რო რამე ეგ ვარიანტიც არის. გავი პედრი ფრენკი ნახევარდაცვაში და მარცხენა ფლანგზე ეგ რაც ვთქვი. ისე როცა 4 ნახევარმცველია მოედანზე ფრენკი გაცილებით კარგია, ასევე დაცვასაც უადვილდება, ბბურთი რომ ნაკლებად იკარგება.
    Culé [?]
    #5 13 თებერვალი 2023 17:27
    0
    ციტატა: nika 54
    გუშინ კარგი თამაში გამოუვიდა, უკეთესი ამისგან არ მახსოვს.

    ფატი და ტორესით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კესი ათამაშოს ჯობია თან როგორც მახსოვს მილანში მარტო ეს თამაშიბდა და აქაც უნდა ენდოს ჩავი რომ გაიხსნას
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #4 13 თებერვალი 2023 17:25
    2
    ციტატა: nika 54
    გუშინ კარგი თამაში გამოუვიდა, უკეთესი ამისგან არ მახსოვს.

    უკეთესი მგონი არავის გვახსოვს, იმიტორო ფიზიკურად არ აყენებდა მანამდე, მე-80 წუთამდე მინდორს არ აკარებდა
    ფანი [?]
    #3 13 თებერვალი 2023 17:06
    3
    არააააა რაააა!!! ფატი და ფერანი არააააა! არაააააააააააა!
    ფანი [?]
    #2 13 თებერვალი 2023 17:00
    4
    ფატი ტორესს რათქმაუნდა ჯობია კესის დაყენება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2023 16:19
    4
    გუშინ კარგი თამაში გამოუვიდა, უკეთესი ამისგან არ მახსოვს.