ბარსელონას 3 პოზიციაზე 6 ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული

ფინანსური სირთულეების მიუხედავად "ბარსელონა" უახლოეს ზაფხულში გუნდის გაძლიერებას შეეცდება.
ჯერ კიდევ არ ვიცით, მისცემს თუ არა ლა ლიგა "ბარსელონას" ზაფხულში ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლებას, მაგრამ კატალონიური კლუბი მოთამაშეების დამატებაზე მაინც მუშაობს.
As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით "ბარსელონას" 3 პოზიციის გაძლიერება სურს და თითო პოზიციაზე გუნდს შერჩეული ჰყავს როგორც გეგმა A, ასევე გეგმა B.
მარჯვენა მცველის პოზიციაზე "ბლაუგრანას" პრიორიტეტი ხუან ფოიტია, ხოლო მისი ალტერნატივა - ბენჟამინ პავარი.
საყრდენ ნახევარმცველად ჩავის რომ მარტინ სუბიმენდი სურს, ეს სიახლე არავისთვისაა. მისი ალტერნატივა კი სოფიან ამრაბატია.
კიდევ ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც "ბარსას" უნდა, თავდასხმაა. შეტევის ხაზში "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნე ახალგაზრდა ბრაზილიელი ვიტორ როკეა, მის ალტერნატივად კი იანიკ კარასკო განიხილება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]