ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბარსას მეტოქე ცნობილია

ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბარსას მეტოქე ცნობილია

ცოტა ხნის წინ ქალების ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფების წილისყრა გაიმართა.

1/4-ფინალში "ბარსელონას" მეტოქე ტურნირის დებიუტანტი, იტალიური "რომა" იქნება. თამაშები 21/22 და 29/30 მარტს გაიმართება. როგორც ჯგუფის გამარჯვებულს, "ბარსას" განმეორებითი შეხვედრის საკუთარ კედლებში ჩატარების უპირატესობა აქვს.

მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში "ბლაუგრანას" მეტოქე "ლიონსა" და "ჩელსის" შორის უკეთესი გუნდი იქნება. ნახევარფინალები 22/23 და 29/30 აპრილს გაიმართება, "ბარსას" კი მოედნის უპირატესობა კვლავ ექნება.

დანარჩენი მეოთხედფინალური წყვილებია: "ბაიერნი"-"არსენალი", "პარი სენ-ჟერმენი"-"ვოლფსბურგი".

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 3 ივნისს ეინდჰოვენში ჩატარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 თებერვალი 2023 16:06
    0
    რომას კი მოუგებენ აი ლიონთან იქნება დიდი ბრძოლა.
    ფანი [?]
    #2 11 თებერვალი 2023 07:55
    0
    Lyon/chelsea saxumaro araa mara egeb aewyos yvelaferi jigrulad da qalebshi davdot liga,magrad wamogvexmareba. Roma unda gaaatriashon bolomde magat dedas shvc me.
    ფანი [?]
    #1 10 თებერვალი 2023 16:57
    3
    რომას მარტივად გავცდებით. ლიგა დასადებია მოკლედ, ქალებში მაინც :დდდ