ბარსელონას აბდეს, ნიკოსა და სხვა ახალგაზრდების გაყიდვას გეგმავს

ბარსელონას აბდეს, ნიკოსა და სხვა ახალგაზრდების გაყიდვას გეგმავს

"ბარსელონა" გეგმავს, "ლა მასია" შემოსავლის წყაროდ აქციოს და ახალგაზრდა ფეხბურთელებით ფული გამოიმუშაოს. Cadena SER-ის ცნობით ეს ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი მიზანია.

ესპანური წყაროს ინფორმაციით "ბარსელონა" აპირებს, გაყიდოს ის ფეხბურთელები, რომლებიც "ბარსა ატლეტიკისთვის" ზედმეტად კარგები არიან, მაგრამ არასაკმარისად კარგები პირველი გუნდისთვის. SER მაგალითებად ნიკო გონსალესსა და აბდე ეზალზულის ასახელებს.

გასულ ზაფხულში "ბარსა ატლეტიკი" ათმა ფეხბურთელმა დატოვა, 13 მოთამაშე კი გუნდს შეუერთდა. "ბლაუგრანამ" ამ ტრანსფერებში 3.7 მილიონი ევრო გადაიხადა, თავად კი 6 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც 5 მილიონი ფერან ჟუტგლას ტრანსფერზე მოდის.

პრობლემას ის ქმნის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ, რაც მათ ფასს აგდებს. "ბარსელონას" გეგმა კი მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება და კლუბიდან მათი ამის შემდეგ გაშვებაა. სწორედ ასე მოხდა ნიკოსა და აბდეს შემთხვევაში - "ბლაუგრანამ" ფეხბურთელებს კონტრაქტები ზაფხულში გაუხანგრძლივა, შემდეგ კი ისინი "ვალენსიასა" და "ოსასუნაში" გაანათხოვრა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 თებერვალი 2023 01:58
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    ორი წლის წინ ვამბობდი აბდესგან არაფერი გამოვათქო და გამლამძღა აქ ხალხმა

    სხვა ნიკით თუ იყავი არ ვიცი და ისე 2023 წლის 7 იანვარს ხარ აქ დარეგისტრირებული და 2 წლის წინ როგორ ამბობდი???
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 თებერვალი 2023 17:46
    0
    არა მგონია ბარსამ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით იშოვოს ფული. ამის ნიჭი ვინ მოგვცა, 100-150 ვყიდულობთ და მერე 20-40-ათ ვყიდით. ამისთვის კარგი გაყიდვების მენეჯერია საჭირო დაახლოებით სერესოს დონის.
    Culé [?]
    #5 9 თებერვალი 2023 14:28
    0
    ორი წლის წინ ვამბობდი აბდესგან არაფერი გამოვათქო და გამლამძღა აქ ხალხმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 თებერვალი 2023 02:31
    0
    ნიკო უფრო ათლეტური სტილისაა და საყრდნზე ვფიქრობდ, რომ იქნებ გაექაჩა;
    ვალენსიაშიც არ ეძლევა დრო, მერე ტრავმა scream
    ფანი [?]
    #3 9 თებერვალი 2023 02:10
    0
    Nico arendit sheidzleba,tu mainc da mainc miayidon oriveshi 10+ milioni rogor ver unda avigot magis deda vatire.
    გულშემატკივარი [?]
    #2 8 თებერვალი 2023 23:47
    3
    ნიკოზე გული მწყდება რაღაცნაირად
    უნდა მისცენ შანსი ჩემი აზრით
    ახალბედა [?]
    #1 8 თებერვალი 2023 22:55
    4
    ციტატა: Griezzy7
    ძაან კაი, ვიცოდი რომ ნიკო ვითომ ტალანტი იყო, გავისთან ერთად როგაიჩითა მაგიტო ჩათვალეს ესწც ტალანტად თორე დიდი არაფერი. ვალენსიაშიც ვერ დაიმკვიდრა თავი.

    რაო? რატომ არის ნიკო ვითომ ტალანტი? ეალზულიზე გეთანხმები ჯერ კიდევ როდის ვამბობდი მაგის უნიჭობას, მაგრამ ნიკოს გაშვება როგორ შეიძლება ბიჭო. რა ნიკო ბიჭო ### ჰომ არ აქვთ ამათ? რა ნიკოს გაშვება. ძირითადი თუ არა სკამზე იდეალური იქნება. სკამისათვის ნიკოზე კაი ვერ მოიყვანენ ვერავის. უდიდესი ფუფუნება არის სკამისთვის. არ გაუშვან. სადმე მაინც ჩაესვარა ნიკოს რომ ეგრე დაუპირო გაშვება. არც არსად უჩვენებია სუსტი თამაში და მეტიც წინა სეზონში მემგონი გავიზე მეტი გოლიც გაიტანა იმის მიუხედვად, რომ გავიზე ბევრად ნაკლები დრო ჰქონდა სულ.