რაფა მარკესმა მექსიკის 23 წლამდელთა ნაკრების ჩაბარებაზე უარი თქვა

"ბარსა ატლეტიკის" მთავარ მწვრთნელს, რაფა მარკესს მექსიკის 23 წლამდელთა ნაკრების ჩაბარების შანსი ჰქონდა, მაგრამ უარი თქვა. ამ ინფორმაციას Fox Sports-ზე დაყრდნობით არგენტინული Ole ავრცელებს.
მექსიკურ სანაკრებო ფეხბურთში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მექსიკელები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც მათი ქვეყნის გარდა აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე გაიმართება.
Ole-ს ცნობით მექსიკელთა სურვილი იყო, 23-წლამდელთა გუნდი ეროვნული ნაკრების ლეგენდას, რაფა მარკესს ჩაებარებინა, თუმცა უარი მიიღეს.
მარკესი სამწვრთნელო კარიერას ახლა იწყებს. ის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის დამრიგებელია. რაფას სურვილია, რომ კარიერის ამ ეტაპზე ევროპულ ფეხბურთში განვითარდეს.
რაფა მარკესის "ბარსა ატლეტიკი" ესპანეთის მე-3 დივიზიონში გამოდის. 22 ტურის შემდეგ ახალგაზრდა კატალონიელებს 33 ქულა აქვთ და ზედა ლიგაში გადასასვლელ ფლეის ოფთან მათ მხოლოდ 1 ქულა აშორებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]