ბარსელონა ინიაკი პენიას გალათასარაიში გაშვებას არ აპირებს

ბარსელონა ინიაკი პენიას გალათასარაიში გაშვებას არ აპირებს

"ბარსელონა" გუნდის სათადარიგო მეკარის, ინიაკი პენიას "გალათასარაიში" კიდევ ერთხელ იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება და "გალათასარაის" ფეხბურთელების დამატების უფლება კვლავ აქვს. ცოტა ხნის წინ გუნდის პირველმა მეკარემ, ფერნანდო მუსლერამ ტრავმა მიიღო და სტამბოლელებმა "ბარსას" პენიას დამატების სურვილით მიმართეს.

პენია "გალათასარაიში" იჯარით 2022 წლის პირველ ნახევარში თამაშობდა და თავი კარგადაც წარმოაჩინა, რის გამოც თურქებს მისი კვლავ დამატების სურვილი გაუჩნდათ.

ფაბრიციო რომანოს ცნობით "ბარსელონა" 23 წლის მეკარის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს. ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და კატალონიელები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 8 თებერვალი 2023 18:40
    0
    სანამ ტერ შტეგენია გუნდში, ამას შანსი არ მიეცემა, ჯობია ვინმე მოხუცი მოიყვანონ მეორე მეკარედ
    ფანი [?]
    #3 8 თებერვალი 2023 14:38
    0
    თურქეთს თუ ახლა ფეხბურთისთვის და ტრანსფერებისთვის ცალიათ,მალადეც,ჯოჯოხეთი ხდება
    ფანი [?]
    #2 8 თებერვალი 2023 14:16
    4
    ისე ეს რო გაეშვათ და ტენასი დაგვეტოვებინა არა? არანაკლები ბიჭია და მგონი უფრო ახალგაზრდაც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 თებერვალი 2023 13:36
    2
    გააგრძელოს და ისე გაუშვან არ ჯობია.