ბარსელონა ატლეტიკო პარანაენსეს დაუკავშირდა

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" "ატლეტიკო პარანაენსეს" ვიტორ როკეს ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.
კატალონიურ კლუბს სურს, ბრაზილიელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს და პროცესი თავის სასარგებლოდ წარმართოს.
როკეს აგენტი, ანდრე კური თავისი კლიენტის "ბარსაში" გადმოყვანით ძალიან ინტერესდება. "ბარსელონას" ვიტორისთვის სატრანსფერო ბრძოლა ნამდვილად არ მოუწევს, რადგან ფეხბურთელი, მისი ოჯახი და აგენტი მხოლოდ კატალონიაში გადაბარგებაზე ფიქრობენ.
"ბარსელონა" როკეში მომავალ ლუის სუარესს ხედავს, რადგან მას გოლების გატანის შესანიშნავი უნარი აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]