ფაბრიციო რომანო ანსუ ფატის შესაძლო წასვლაზე

ცნობილი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ანსი ფატის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე ინფორმაციას ავრცელებს.
იტალიელის თქმით, ამ მომენტისთვის, მიუნხენის "ბაიერნი" ფატის ტრანსფერზე არ მუშაობს. ფეხბურთელთან ან "ბარსასთან" პირდაპირი კონტაქტი არც "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰქონია, მაგრამ მათ ანსუს აგენტ ჟორჟე მენდეშთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
ზაფხულში "ბარსელონას", ტრანსფერების განხორციელების გარდა, ფეხბურთელების გაშვებაც დასჭირდება და ეჭვგარეშეა, რომ ფატის საკითხი აქტუალური იქნება, რადგან ინგლისური კლუბები მის მიმართ ინტერესს მუდმივად გამოხატავენ.
ანსუ "მანჩესტერ იუნაიტედის" რადარზე 2 წლის წინ იყო და მას ყოველთვის აფასებდა. საინტერესოა, ერიკ ტენ ჰაგი რას გადაწყვეტს - ნიდერლანდელმა ბევრ რამეს უნდა გადახედოს და ფატის შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მათგანია.
Sport-ის თანახმად, ანსუ თავს ბედნიერად არ გრძნობს და ფიქრობს, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. თავის მხრივ, თუ მისი პერფორმანსი არ გაუმჯობესდება, "ბარსამ", შესაძლოა, ფეხბურთელის გაყიდვაზე იფიქროს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]