რონალდინიო ადასტურებს: ჩემი შვილი ბარსელონაში გადადის

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდინიო გაუჩო ადასტურებს, რომ თავისი შვილი კატალონიურ კლუბში გადმოდის.
სადაც მივდივარ, "ბარსა" ყოველთვის ჩემთანაა. ეს კლუბი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ახლა ამ გზას ჩემი შვილიც გააგრძელებს: შემიძლია დავადასტურო, რომ ჟოაუ "ბარსელონაში" ითამაშებს. მისი "ლა მასიაში" გადასვლით კლუბს კვლავ დავუახლოვდები.
"ბლაუგრანაში" ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის, ჩავი. ვიმედოვნებ, ისინი ლა ლიგას მოიგებენ.
- განუცხადა რონალდინიომ RAC1-ს.
17 წლის ჟოაუ მენდესი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, სინჯებზე უკვე იმყოფებოდა და წარმატებითაც გაიარა.
რონალდინიოს ვაჟმა "კრუზეიროსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კატალონიურ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოდის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]