ალ ნასრი ბუსკეტსს 18 მილიონს სთავაზობს

"ალ ნასრი" სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას აქტიურად ცდილობს.
საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონას" კაპიტანს მორიგი წინადადება გაუკეთა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ალ ნასრი" 34 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით წლიურად €18 მილიონს სთავაზობს.
MD-ს ცნობით, ბუსკეტსი, თავის მხრივ, "ბარსას" შეთავაზებას ელოდება. მოთამაშემ იცის, რომ ჩავი ერნანდესს მისი დარჩენა სურს.
ესპანელის შეძენას კიდევ ერთი კლუბი, "ინტერ მაიამიც" ცდილობს. დიდი შანსია, ბუსკეტსმა "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ კარიერა სწორედ MLS-ში გააგრძელოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]