რაფინიას სახეცვლილება

"ბარსელონას" ბრაზილიელ შემტევს, რაფინიას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს და არცთუ უსამართლოდ. 26 წლის ფეხბურთელში "ბარსას" დიდი ფული აქვს გადახდილი და ის იმედებს ბოლომდე ვერ ამართლებს. თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბრაზილიელს ბოლო დროს ძალიან აქვს მომატებული.
"ბარსელონაში" ჩატარებულ პირველ 14 თამაშში რაფინიას აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასი იყო. ბოლო 15 შეხვედრაში კი მან თავი უკვე 5 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ 29 მატჩიდან სამხრეთ ამერიკელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 16-ჯერ მოხვდა.
2023 წელს რაფინიას 8 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (გოლს+ასისტი), რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია.
ბრაზილიელს მიმდინარე სეზონში უკვე 8 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა და ის ამ მხრივ გუნდში საუკეთესოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]